რა მიზანი აქვს თავადაცვის მინისტრ ღარიბაშვილზე ოპოზიციის თავდასხმებს? - კვირის პალიტრა

რა მიზანი აქვს თავადაცვის მინისტრ ღარიბაშვილზე ოპოზიციის თავდასხმებს?

დღე არ გავა, რომ საქართველოს საინფორმაციო საშუალებების ერთი კონკრეტული "კლასტერი", რომელიც ძალაუნებურად ასოცირდება კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიასთან, ვიდრე თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიასთან, მწვავე კრიტიკული ინფორმაციების მთელი "დასტით" თავს არ დაესხა თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლების კრიტიკა არათუ დასაშვებია, არამედ აუცილებელიც, რადგან მრავალწლიანი ძალაუფლება ნებიმიერ, თავიდან ნორმალურად მომზირალ მთავრობასაც კი რყვნის და ამის არაერთი სამწუხარო ფაქტი გვაქვს საქართველოს უახლეს ისტორიაშიც. მაგრამ, კონკრეტული სამი ტელევიზიისა და რამდენიმე სხვა საინფორმაციო საშუალების ჩაციება თავდაცვის მინისტრ ღარიბაშვილზე, უკვე სცილდება დამოუკიდებელი და ობიექტური ჟურნალისტიკის ფარგლებს. გასაგებია ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და რეალურად პარტიული ტელევიზიების ხელმძღვანელების მთავარი მიზანი - ყველანაირად დაარტყან საქართველოს მე-19 თავდაცვის მინისტრს, რადგან მათ თვალში ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად აღიქმება და ღარიბაშვილზე თავდასხმა ივანიშვილზე თავდასხმას ნიშნავს, მაგრამ რა დააშავა ქართულმა ჯარმა?!

თავდაცვის მინისტრ ღარიბაშვილზე ოპოზიციისა და მის მიერ მართული კონკრეტული ტელევიზიების შეტევა, რომელთა უდიდესი ნაწილი, სამწუხაროდ, ან თითიდან გამოწოვილია, ან უფრო უარესი, ტყუილი, ქართული არმიის იმიჯსაც ურტყამს, როგორც ჩვენ საზოგადოებაში, ისე საზღვარგარეთ...

გასაგებია, რომ ოპოზიციის განსაკუთრებული სამიზნე ღარიბაშილი იმიტომ გახდა, რომ მის წინამორბედთა ფონზე მას საკამოდ დიდი პოლიტიკური ამბიციები აქვს, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ის თავდაცვის მინისტრის სავარძელში პრემიერ-მინისტრის კაბინეტიდან, წლების შემდეგ დაბრუნდა. თავდაცვის ყოფილ მინისტრებს შორის პოლიტიკურ ფიგურებად ჩამოყალიბების ამბიციები სხვებსაც ჰქონიათ, მათ შორის: თენგიზ კიტოვანს, ირაკლი ოქრუაშვილს, ბაჩო ახალაიას, ირაკლი ალასანიასა თუ თინა ხიდაშელს,რასაც ვერ ვიტყვით ვარდიკო ნადიბაიძეზე ან დავით თევზაძეზე. სწორედ ეს ფაქტორი, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი  რეალურ პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ, შესაძლოა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად იქცეს (ამბობენ, შეიძლება "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბსაც კი უხელმძღვანელოსო...), ოპოზიციის სამიზნეში მისი ამოღების უმთავრესი მიზეზია... მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების პოლიტიკურ თამაშებში ჩათრევის მცდელობაში შეიძლება გადაიზარდოს, რისი საშიში ნიშნებიც უკვე გამოოჩნდა, როდესაც ყოფილი მაღალჩინოსანი სამხედროები ფარულად (ხანდახან ღიადაც კი)  ცდილობენ ჯარში დარჩენილ კადრის ოფიცრებს თავინთი ოპოზიციური პილიტიკური განწყობა თავს მოახვიონ.

კონსტიტუციის თანახმად სამხედრო მოსამსახურეს, ისევე როგორ პოლიციელს, ეკრძალება იყოს რომელიმე პარტიის წევრი, რაც არის საქართველოს სამხედრო ძალების დეპოლიტიზაციის უმთავრესი გარანტია. ოპოზიციაში შიშობენ, რომ ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების თითქმის 30 ათასიან კოლექტივს და მათ უკან მდგარ სამხედროების ოჯახების წევრებს საპარალმენტო არჩევნებზე ხელისუფლების კანდიდატებისთვის მიაცემინებს ხმებს. მაგრამ, გაუგებარია, ტექნიკურად როგორ შეიძლება მოახერხოს ღარიბაშვილმა, როცა სამხედრო მოსამსახურეებისთვის აღარ არსებობს დახურული საარჩევნო ოლქები (გარდა ავღანეთში მყოფი თითქმის ათასკაციანი ქართული სამხედრო კონტინგენტისა) სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე, სადაც შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლების დროს საარჩევნო ყუთამდე მისვლამდე ჯარისკაცებს ყაზარმაში დიდხანს "მოძღვრავდნენ" თუ ვისთვის მიეცათ ხმა. თუკი თავდაცვის მინისტრი ღარიბაშვილი და მისი გუნდი შეეცდებიან იგივე გაიმეორონ, ჯერ ერთი, ეს დანაშაული იქნება და მეორეც, როგორ გააკონტროლბენ კონკრეტულმა ოფიცერმა და კაპრალმა თავის საცხოვრებელ სახლთან არსებულ საარჩევნო უბანში, რომელი პარტია თუ კანდიდატის გვარი შემოხაზა საარჩევნო კაბინაში?

თუმცა არსებობს მეორე გზაც, რომლის საშუალებითაც დღევანდელმა თავდაცვის მინისტრმა მართლაც შეიძლება განაწყოს სამხედროები და მათი ოჯახები ისე, რომ ხმა სწორედ სახელისუფლო პარტიას მისცენ და ეს გზაა - სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დაწესებული შეღავათიანი დაზღვევა, მომატებული ხელფასი, ახალი ბინების გადაცემა, გაუმჯობესებული კვების რაციონი, გარემონტებული ყაზარმები და სასადილოები, უკეთესი ხარისხის აღკაზმულობა, დაჭრილ-დაშავებულთა მიხედვა და ა.შ. თუკი თავდაცვის მისნისტრმა ღარიბაშვილმა არჩევნებამდე და მას შემდეგაც ამ მიმართულებით იზრუნა პირად შემადგენლობაზე, მაშინ სამხედროს და მისი ოჯახის წევრებს დიდი ფიქრი არ დასჭირდებათ საკუთარ არჩევენზე...  თუმცა ეს უნდა იყოს რეალური ზრუნვა არმიაზე და არა წინასაარჩვენო მოკლეხნიანი და ბუტაფორიული კამპანია...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს