თბილისიდან 100 კილომეტრში მორიგი სომხურ-აზერბაიჯანული მინი-ომი გაიმართა - შეიძლება მხარეები ბალისტიკური რაკეტებითაც დაუპირისპირდნენ?
თბილისიდან 100 კილომეტრში მორიგი სომხურ-აზერბაიჯანული მინი-ომი გაიმართა -  შეიძლება მხარეები ბალისტიკური რაკეტებითაც დაუპირისპირდნენ?
საარტილერიო დუელი სასაზღვრო ზონაში - სომხეთისა და  აზერბაიჯანის  30-წლიანი შეიარაღებული დაპირისპირების კიდევ ერთი გამწვავება

ფრონტის ხაზი ჩვეულებრივმა "უაზმა" გადალახა და ბლოკ-პოსტს მიუახლოვდა... რის შემდეგაც, სომხეთ-აზერბაიჯანის გაუთავებელ ომში მორიგი გამწვავება დაიწყო.

ასეთ ვერსიას ავრცელებს სომხური მხარე, რომელმაც აზერბაიჯანელი სამხედროების "უაზის" სომხურ ბლოკ-პოსტთან მიახლოების ვიდეო და  აფეთქებული "უაზის" ფოტოც დადო.

ოფიციალური ერევანის მტკიცებით, აზერბაიჯანელი სამხედროები საზღვარზე სომხურ პოზიციაზე თავდასხმას აპირებდნენ...

აზერბაიჯანული მხარე ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს, აცხადებს რა, რომ დღისით - მზისით
ერთი "უაზით" მისი არმია შეტევაზე ნამდვილად არ გადავიდოდა და პირიქით, სომეხი სამხედროები გახდნენ მორიგი შეტაკების დაწყების ინიციატორები, რისთვისაც აზერბაიჯანულ სოფელს ნაღმსატყორცნებიდან და ჰაუბიცებიდან გაუხსნეს ცეცხლიო...

ამასთანავე აზერბაიჯანის თავ
დაცვის სამინისტრო ავრცელებს სადაზვერვო დრონიდან გადაღებულ ვიდეოკადრებს, რომელშიც კარგად ჩანს სომხეთის არმიის პოზიციებზე განხორციელებული "წერტილოვანი" საჰაერო დარტყმები.

საარტილერიო და საჰაერო დარტყმების "გაცვლის" შედეგად დაღუპულები და დაჭრილები ორივე მხარესაა.


დაპირისპირებულ მხარეებს, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის გამართლება სურთ, ჩვენთვის კი  საინტერესოა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება მთიან ყარაბაღში კი არა, უშუალოდ მათ სახელმწიფო საზღვარზე, აზერბაიჯანის ტოვუზისა და სომხეთის ტავუშის რაიონების გამყოფ ზოლზე მოხდა, საიდანაც თბილისამდე, პირდაპირი ხაზით, მხოლოდ ასიოდე კმ-ია, ხოლო საქართველოს სამხრეთ საზღვრამდე (დედოფლისწყაროს რაიონი) 40 კმ-იც არ არის.

საქართველოსთვის სულერთი არ უნდა იყოს, თუ რა ხდება ჩვენს უხლოეს სამეზობლოში, რადგან სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც უკვე გააჩნია არსენალში ტაქტიკურ და ოპერატიულ-ტაქტიკურ სიღრმეში მოქმედების რადიუსის მქონე სხვადასხვა ტიპის სარაკეტო სისტემები, რომელთა ერთმანეთის წინააღმდეგ გამოყენებაზე შეიძლება ერევანმა და ბაქომ უარი არ თქვან, თუკი ეს მორიგი სასაზღვრო ინცინდენტი შემდგომ დღეებში უფრო გაღრმავდება...

სამხრეთ კავკასიაში "ქალაქების ბრძოლის" დაწყება ბალისტიკური რაკეტებისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, საქართველოსაც (განსაკუთრებით კი მის საზღვრისპირა რაიონებს, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს ესაზღვრება) დიდი საშიშროების წინაშე დააყენებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მერაბი
16 ივლისი 2020 09:57
ერდოღანმა პუტინი გამოაბუნძულა ლიბიიდან, მაგანაც ერდოღანის მოძმე აზერებს სომხების დახმარებით ყური აუწია,ჭადრაკის ორმა მოთამაშემ ე.წ. დაკიდებული პაიკები გამოიყენეს.
gia
15 ივლისი 2020 10:56
ორივეს აწყობს ეს გაყინული კონფლიქტი, როგორც კი შიდა საქმე აირევა შეწირავენ რამდენი ჯარისკაცს და ქვეყნის ყურადღება გადააქვთ. ეხლაც იგივე მოხდა, კორონას კრიზისი აქვს ორივეს და ორივეს ყურადღების გადატანა ჭირდებოდათ.
ss-s
14 ივლისი 2020 17:43
გეგონოს !!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები