ბეირუთში საქართველოში წარმოებული ნივთიერება აფეთქდა?
05-08-2020
ბეირუთში საქართველოში წარმოებული ნივთიერება აფეთქდა?
4 აგვისტოს მსოფლიო შეაძრწუნა საშინელმა ტრაგედიამ, რაც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მოხდა - საზღვაო პორტში მდგარ სატვირთო გემზე აფეთქდა 2 750 ტონა საერთო მასის ამონიუმის ნიტრატი, რამაც ქალაქის რამდენიმე კვარტალი დაანგრია - დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, დაშავებული კი 4 000-მდე ადამიანია. სამწუხაროდ, ეს ციფრები საბოლოო არაა, რადგან თუკი დაჭრილთა და დაშავებულთა რიცხვი დიდად აღარ მოიმატებს, შენობების ნანგრევებში სავარაუდოდ, კიდევ არაერთ დაღუპულს აღმოაჩენენ.

საშინელი აფეთქების მომენტის გადაღება არაერთმა ადამიანმა მოასწრო, რადგან აფეთქებას
წინ ხანძარი და დიდი კვამლი უსწრებდა, თავად აფეთქების ეფექტი კი რაღაცით წააგავდა ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებას...

სამწუხაროდ, ამ საშინელ ტრაგედიაში შეიძლება გამოჩნდეს საქართველოსთან ერთგვარი ირიბი კავშირი - როგორც პრემიერ-მინისტრი ჰასან დიაბი აცხადებს, ერთ-ერთი ვერსიით, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატით დატვირთული გემი 2013 წლის 23 სექტემბერს
ბათუმის პორტიდან მოზამბიკის მიმართულებით გავიდა, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ბეირუთის პორტში ჩაუშვა ღუზა სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. 2013 წლის 15 ოქტომბერს ლიბანის ხელისუფლებამ ეს გემი დააკავა. გემის მეპატრონემ (რუსეთის მოქალაქემ, იგორ გრეჩუშკინმა) არ ისურვა მისი გამოსყიდვა, ეკიპაჟმა გემი დატოვა და ის ბეირუთის პორტის საწყობებთან გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ უკვე წერია "ვიკიპედიაშიც". (წყარო)

ის, რომ საქართველოში, კერძოდ კი რუსთავის "აზოტში" დიდი რაოდენობით იწარმოება და ექსპორტზე გადის ამონიუმის ნიტრატი, საქვეყნოდ ცნობილია და დიდი ალბათობით, ბეირუთის პორტში შეიძლება სწორედ რუსთავში დამზადებული ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა.
მაგრამ ამ უდიდეს ტრაგედიაში მთავარი ბრალი სწორედ ლიბანის ხელისუფლებასა და ბეირუთის პორტის ხელმძღვანელობას მიუძღვის, რომელსაც 2 750 ტონა საშიში ტვირთი ექვს წელზე მეტი ცხვირწინ ედო!

ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იმ ელექტროშემდუღებლების დაუდევრობა გახდა, რომლებიც ცხაურებს ადუღებდნენ, რათა ტვირთი არავის მოეპარა.

თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში უკვე გააკეთა სენსაციური განცხადება - ეს არ იყო უბედური შემთხვევა, ეს შეტევა იყო...



ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
pipinia
10 აგვისტო 2020 14:18
ასეა ეს ! - 100% ეგაა. ხოდა როგორც ის ბიზნესმენი დააქციეს ისე დაექცათ ბეირუტი და რას წუწუნებენ?
ასეა ეს!
07 აგვისტო 2020 13:34
ამონიუმის ნიტრატი (გვარჯილა) არის ამონიუმის გვარჯილა და ფეთქებადია ქიმიის კანონების მიხედვით, მწარმოებელი
ქვეყნის მიუხედავად!
მაგ ისტორიაში მთავარი ის არის, რომ ლიბანმა 5 თუ 7 წლის წინ ფოთიდან მოზამბიკში მიმავალი და პორტში ტექნიკურ მომსახურებაზე შესული გემი პირატულად დააპატიმრა, ტვირთი კი მიითვისა და არსებულ "იტელექტუალურ" მონაცემებზე დაყრდნობით პიროტექნიკის საწყობის გვერდით განათავსა, სადაც შედუღებითი სამუშაოები ქვეყნად არსებული შრომის კულტურის დონის მიხედვით იწარმოებოდა.
მოხდა რაც მოხდა:
ქურდს ნაქურდალი აუფეთქდა!
რაც არ გერგება, არ შეგერგება!
დავით
05 აგვისტო 2020 21:43
ზუსტად მასეთი ტვირთისთვის შენდება საწყობი ბათუმის პორტში. გამომდინარე იქედან თუ როგორი ყურადღება ექცევა ქვეყანაში წარმოების უსაფრთხოებას, დაგვსვეს ატომურ ბომბზე. მითუმეტეს 1) ბათუმის პორტი მდებარეობს ქალაქის ცენტრში.2) პორტში და პორტიდან სულ რაღაც ერთ კილომეტრში ( არც არის ერთი კილომეტრი) მდებარეობს ნავთობის ტერმინალი. დავრჩით ბათუმელები უფლის იმედად. უფალო შეგვიწყალენ.

რედაქტორის რჩევით
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?