ირანს იარაღზე დაწესებული ემბარგო ეხსნება - რა მოხდება ჩვენს სამეზობლოში?
ირანს იარაღზე დაწესებული ემბარგო ეხსნება - რა მოხდება ჩვენს სამეზობლოში?
ფოტო:ირანის ბალისტიკური რაკეტის სტარტი
სანქციებმოხსნილი თეირანი რამდენ ხანში შექმნის ბირთვულქობინიან საკონტინენტშორისო ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებსაც უმოკლესი მანძილით, საქართველოზე გადავლით, აშშ-მდე 30 წუთში მიღწევა შეეძლებათ?

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოში სერიოზული მარცხი განიცადა, როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი და დროებითი წევრი ქვეყნების წარმომადგენლები წინააღმდეგი წავიდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის იარაღის ექსპორტზე დაწესებული ემბარგოსთვის დრო გაეხანგრძლივებინათ.

ეს ემბარგო ირანზე გაეროს უშიშროების საბჭომ 13 წლის წინ დააწესა და ის ყველა ქვეყანას უკრძალავდა ირანისთვის შეტევითი სახის შეირაღების მიწოდებას, პირველ რიგში
კი სარაკეტო ტექნოლოგიებისა და მასალების მიყიდვას.
ამ ემბარგოს ვადა 2020 წლის 18 ოქტომბერს ეწურება და 14 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები სწორედ იმიტომ შეიკრიბნენ, რომ გადაეწყვიტათ ამ ემბარგოს შემდგომი ბედი.
რადიუსები, სადამდეც დღეს წვდებიან ირანული ბალისტიკური რაკეტები, მალე ამ ახალ რადიუსში აშშ-ც შეიძლება აღმოჩნდეს?
ირანზე ემბარგოს გაგრძელების მთავარ მომთხოვნელ, აშშ-ს მხარი მხოლოდ დომინიკის რესპუბლიკამ დაუჭირა, რუსეთი და ჩინეთი, ბუნებრივია
წინააღმდეგი წავიდნენ, თერთმეტმა ქვეყანამ კი თავი შეიკავა, მათ შორის, ნატოს წევრმა საფრანგეთმა და გერმანიამ, ასევე თვით დიდმა ბრიტანეთმაც კი,რაც ყველაზე მოულოდნელი გახლდათ,რადგან ოფიციალური ლონდონი გაეროში აშშ-ს თითქმის ყველა პოზიციას მხარს უჭერს.

რას გამოიწვევს ამერიკელების მოთხოვნის ჩაფლავება და ირანისთვის ყველა შეზღუდვის მოხსნა შეტევითი შეიარაღების შეძენაზე?
13-წლიანი საირაღო ემბარგოს მიუხედავად ირანის არმიისა და ფლოტის შეიარაღება მაინც იხვეწებოდა, რასაც ირანელები სამამულო სამხედრო მრეწველობის, ასევე საზღვარგარეთ, სანქციების დარღვევით მალულად შეძენილი ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების საშუალებით ახორციელებდნენ.

ორიოდე თვეში საირაღო ემბარგოს სრული მოხსნა კი ოფიციალურ თეირანს ხელფეხს გაუხსნის უფრო თამამად განახორციელოს შეირაღების თანამედროვე ნიმუშებისა და ტექნოლოგიების შეძენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მხარარდაჭერილი აშშ რა თქმა უნდა, დააწესებს თავის სანქციებს იმ ქვეყნებსა და კომპანიებზე, ვინც შეიარაღებას მიჰყიდის ირანს, მაგრამ ერთი, თუნდაც ასე გავლენიანი სახელმწიფოს სანქციები, თეირანს უკვე ვერაფერს დააკლებს.
ვერ დააკლებს იმიტომ, რომ ირანს თავის თანამედროვე შეირაღებას დიდი სიამოვნებით მიჰყიდის ჩინეთი და რუსეთი, რომლებსაც გაეროს უშიშროების დროგასული ემბარგო ვეღარ შეაჩერებს, ხოლო ამერიკულ სანქციებს ყურადღებას არც მიაქცევენ, რადგან ბევრ რუსულ და ჩინურ საირაღო კორპორაციასა თუ კომპანიაზე ისედაც დაწესებულია ამერიკული სანქციები.

რა მიმართულებით დაიწყებს ემბარგომოხსნილი ირანი გადაირაღებას?

ეს, პირველ რიგში, იქნება ნავიგაციისა და ცეცხლის მართვის თანამედროვე რადიოელექტრონული ტექნოლოგიების შეძენა, რაც ირანულ რაკეტებს, ავიაციას, საზღვაო ხომალდებსა თუ არტილერიას ბევრად უფრო ზუსტი საცეცხლე დარტყმების შესრულების საშუალებას მისცემს.
თეირანის სტრატეგიული მისწრაფებაა შექმნას საკონტინენტშორისო მოქმედების რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც ბირთვული ქობინების წაღება შეეძლებათ ჩრდილო ამერიკის კონტინენტამდე.
ყველაზე მოკლე გზა ირანის ბალისტიკური რაკეტებისთვის აშშ-მდე კი ჩრდილოეთ მიმართულებაა, სამხრეთ კავკასიის (მათ შორის, საქართველოს) თავზე გადავლით.
 რუმინეთში დაყენებული ამერიკული ფაზირებულანტენიანი რადარი
საირაღო ემბარგოსგან ხელფეხგახსნილი ირანის სარაკეტო და ბირთვული პროგრამების მაღალი ტემპით გაგრძელებამ, "თეთრი სახლი" შეიძლება მიიყვანოს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სამხრეთ კავკასიაში ანტისარაკეტო სისტემები (დაახლოებით ისეთი, როგორიც რუმინეთში უკვე ფუნქციონირებს და პოლონეთშიც ეწყობა) განათავსოს ირანული ბალისტიკური რაკეტების ფრენის ტრაექტორიის საწყის ეტაპზე აღმოჩენისა და გაუვნებელყოფის მიზნით.

სამხრეთ კავკასიაში კი აშშ-ის ყველაზე დიდ მოკავშირედ საქართველო ითვლება, რაც არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა თბილისს სთხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერი ფაზირებულანტენიანი რადარის განთავსება, რომელიც ირანის მიმართულებით რამდენიმე ათას კმ-ზე "შეიჭყიტება".
ამერიკული ანტისარაკეტო მობილური სისტემა
არც ისაა გამორიცხული, ანტისარაკეტო დანიშნულების სარაკეტო დანადგარების განთავსებამდეც შეიძლება მივიდეს საქმე, თუმცა ეს უკვე სპეციალისტების განსასაზღვრელია, თუ ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია ირანიდან გაშვებული საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება ფრენის საწყის ეტაპზე, საქართველოდან სტარტაღებული ანტი-რაკეტით.

მოკლედ, საირაღო ემბარგომოხსნილი ირანი უახლოეს პერიოდში ძალიან ბევრ სიურპრიზს შესთავაზებს მთელ მსოფლიოს და პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთისა და მის მეზობელ რეგიონებს.
მანამდე კი, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანისთვის საირაღო ემბარგოს არ გაგრძელებით, ყველაზე დიდი თავსატეხი ისრაელს გაუჩნდა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ჯაბა
16 აგვისტო 2020 12:11
რას ჰქვია განათავსებს? რამე რომ მოხდეს, ჩვენ ერს ბირთვული დარტყმის ქვეშ ვაყენებთ?
beso
15 აგვისტო 2020 20:57
ტექნოლოგიები სწრაფი ტემპით ვითარდება და ამით მხოლოდ ტექნოლოგიური ცენტრები ხეირობენ. ისინი ამ მრეწველობის ხარჯებს პატარაებს აანაზრაურებინებე. ირანი იარაღის ტექნოლოგიური ცენტრი არ/ვერ იქნება. რა ქნას ირანმა ფრონტის გაგება შექმნას დაცვაში თუ შეტევითი. ერთი და მეორეც უზარმაზარ თანხებს საჭიროებს და აქ ირან მინიმუმ 40-50 მილიარდი სჭირდება დღეის მდგომარეობით, მაგრამ მერე რა? მაინც ჩამორჩენილი ქვეყანა იქნება შეიარაღებაში. ესაა ამის ფილოსოფიაააააააა. ტექნოლოგიური ცენტრები რჩებიან ტექნოლოგიურ ცენტრებად.დანარჩენი მეზობლებს აშინებენ, მეტის გაგება მათ შეიარაღებას არა აქვს! ანუ ბრიტანე;ები და რუსები, ფრანგების ჩათვლით {ჩინელებიც} იქნებიან ირანის ბაზარზე იარაღის მიმწოდებელნი! ეს ყველაფერი ბლეფია(უსაფრთხოების სისტემების დიდი ტყუილის გაგებაა. როგორც უნდათ ისე ეწყობა ეს, თუნდაც აქაც, ჩვენს რეალობასა და ხარჯზე) და იდიოტობაა. იარაღის სისწრაფე და მანძილი იზრდება და გაეროს შიგნით ახლებურად უნდა მოხდეს ამ ამბის გადაწყვეტა. ესააააააააააააააააა ბლეფი და იდიოტი ფსოფლიო, ამას რომანტიზმი არა აქვს. მშრალი იდიოტია და ეს კორონმაც აჩვენა“ უმღერეთ ამ მშრალ იდიოტ მსოფლიოს!
გიგა
15 აგვისტო 2020 15:17
ამერიკამ აუცილებლად უნდა გახსნას ბაზა საქართველოში. + არმიის გადაიარაღებაში დაგვეხმაროს. ირანი ძირძველი მტერია საქართველოსი

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები