ლუკაშენკო პუტინს ეახლა - რას უნდა ელოდონ ამ შეხვედრიდან ბელარუსში, უკრაინასა და საქართველოში?
ლუკაშენკო პუტინს ეახლა - რას უნდა ელოდონ ამ შეხვედრიდან ბელარუსში, უკრაინასა და საქართველოში?
14 სექტემბერს სოჭში ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო თავის რუს კოლეგას პუტინს ეახლა და დახურულ კარს მიღმა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება გამართა.

ეს ლუკაშენკოს პირველი საზღვარგარეთული ვოიაჟია 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მან თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა ასე არ მიიჩნევს ბელარუსის ასიათასობით მოქალაქე, რომლებიც ერთ თვეზე მეტია თითქმის ყოველდღე მართავენ ქუჩის საპროტესტო აქციებს მთელი ბელარუსის მასშტაბით, საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალურად გაყალბების ბრალდებით.

განვლილ ერთ თვეში გამოიკვეთა მთავარი ხაზი, რასაც მიჰყვება ლუკაშენკო- 2 6 წლიანი
ძალაუფლების შემდგომი შენარჩუნებისთვის ის ყველაფერზე წავა, მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის ცეცხლის გახსნის ჩათვლით, რადგანაც მან მეზობელი რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის სახით ერთგული მხარდამჭერი იპოვა.

მაგრამ პუტინის მხარდაჭერა ლუკაშენკოს იაფი ნამდვილად არ დაუჯდება. თუკი აქამდე ლუკაშენკო ხანდახან ეურჩებოდა პუტინს, ხელისუფლების
დაკარგვის შიშით ის სერიოზულ დათმობებზე წავა, მათ შორის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში.

სოჭში, ჩაკეტილი კარებების მიღმა, პუტინი ლუკაშენკოს აუცილებლად მოსთხოვდა, რომ მინსკი უფრო დამყოლი გამხდარიყო მოსკოვის მრავალწლიან მოთხოვნაზე, მოკავშირე სახელმწიფოების ინტეგრაციაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად შეამცირებს ბელარუსის, როგორც ცალკე აღებული ქვეყნის სუვერენიტეტის დონეს.
პუტინის "ექსკავატორის" მუხლუხებს ქვეშ აღმოჩენილი ბელარუსის შემდგომი ბედი, ძალიან აწუხებთ ევროპის ქვეყნებს, რადგან ბელარუსში რუსული სამხედრო ბაზები შეიძლება განთავსდეს, რაც კიდევ უფრო დაემუქრება ნატოს უსაფრთხოებას.

ბელარუსში რუსი სამხედროების დიდი რაოდენობით გადასროლას არანაკლებ უფრთხიან უკრაინაშიც, რადგან თუკი აქამდე უკრაინას რუსეთი ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან ანუ სამხრეთიდან და ოკუპირებული დონბასიდან-აღმოსავლეთიდან ემუქრებოდა, ამას დაემატება ჩრდილოეთიდან, ბელარუსი-უკრაინის საზღვრიდან რუსული სამხედრო აგრესიის შესაძლო ახალი მიმართულებაც.

თუ რა მოილაპარაკეს სოჭში პუტინმა და ლუკაშენკომ, არც საქართველოსთვის იქნება სულერთი, რადგან დიდი შანსია კრემლმა სერიოზული ზეწოლა განახორციელოს ლუკაშენკოზე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებელ" "ქვეყნებად" აღიარების კატეგორიული მოთხოვნით.

12 წლის განმავლობაში პრეზიდენტ ლუკაშენკოს ეს არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით პუტინი მისგან ამას მოითხოვდა, პირიქით, ლუკაშენკო 2018 წლის მარტში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია და კარგი შეხვედრებიც გამართა ქართულ მხარესთან, მაგრამ მაშინ მის ძალაუფლებას არავინ ერჩოდა ასე ღიად, ახლა კი...

და მაინც, რჩება გარკვეული ეჭვი, რომ ბელარუსში ხალხის მასების ქუჩაში გამოყვანის გარკვეული ინიციატორები შეიძლება სწორედ კრემლიდან იმართებოდნენ, რითაც პუტინმა ლუკაშენკო კუთხეში მოიმწყვდია - თუ გინდა ხელისუფლების შენარჩუნებაში დაგეხმარო, ბევრი რამ უნდა დამითმოო - ასეთია კრემლის კულუარებსმიღმა მოთხოვნა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
emigranti
02 ოქტომბერი 2020 10:42
ABUრჯგას ეს კარგია მხოლოდ არა პატიოსანი მშრომელი ხალხისთვის
aburjga
23 სექტემბერი 2020 11:29
სანამ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით უზარმაზარი დოტაცია მოდიოდა საბჭოთა საქართველოში, ყველას სამუშაო ჰქონდა და ხალხიც გავმრავლდით! ახლა ფსევდოსუვერენიტეტის პირობებში უზარმაზარი, ასტრონომიული საგარეო სახელმწიფო ვალი გვაქვს 17 მილიარდ დოლარზე მეტი. ახლა მოყვარე მტრად მოვიკიდეთ, აღარც სამუშაოა, ხალხმაც მიატოვა სამშობლო, ვეღარ ვმრავლდებით... რა ვიცი, ეს კარგია?!
hm
16 სექტემბერი 2020 08:39
სატანა--რუსეთი--და--ანგელოზიდასავლეთი---
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები