"მეგობრული ცეცხლიც" ასეთი უნდა - რუსულმა Су-35с-მ რუსულივე Су-30СМ ჩამოაგდო ჰაერში!
"მეგობრული ცეცხლიც" ასეთი უნდა - რუსულმა Су-35с-მ რუსულივე Су-30СМ ჩამოაგდო ჰაერში!
ტვერის ოლქში, რომელიც რუსეთის ცენტრალური რაიონია, 22 სექტემბერს Су-30СМ ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებელი ჩამოვარდა. მისი ეკიპაჟის ორივე წევრმა მოასწრო კატაპულტირება და ცოცხალი გადარჩა.

ეს ინფორმაცია მალევე მივიწყებას მიეცემოდა, რადგან ყოველწლიურად ათობით საბრძოლო თვითმფრინავი განიცდის ავარიასა და კატასტროფას, როგორც რუსეთის, ისე აშშ-სა და სხვა ქვეყნების საჰაერო ძალებიდან და ამაში დიდად გასაკვირი არაფერია, რომ არა ერთი გასაოცარი გარემოება...
ავარიის მეორე დღეს თავად რუსეთის საინფორმაციო წყაროებში მართლაც, რომ სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა - რუსულ Су-30СМ-ს მიწაზე
დანარცხებაში, თურმე ასევე რუსული გამანადგურებელი Су-35с "მიხმარებია"!
Су-35с
სასწავლო საბრძოლო მანევრირების დროს, Су-35с-ის პილოტმა სამიზნეში ამოიღო Су-30СМ-ი და მას ვირტუალურად გაუხსნა ცეცხლი, როგორც ეს სასწავლო საჰაერო ბრძოლების დროს ხდება, მაგრამ როგორც ჩანს, გამორთული იყო 30 მმ კალიბრის ავტომატური ქვემეხის ბლოკირების სისტემა და რეალური "მეგობრული ცეცხლი" გაიხსნა...
Су-35с-ის პილოტი კი ნამდვილი ასია, მაგრამ 50 მლნ დოლარად ღირებული Су-30СМ-ის ჩამოგდებისთვის, არა მგონია თავზე ხელი გადაუსვან...
ისე, ამ სტატიის ავტორს ჯერ კიდევ 2001 წელს, ლე ბურჟეს ავიაკოსმოსურ გამოფენაზე მიეცა საშუალება დეტალურად დაეთვალიერებინა Су-30-ის ერთ-ერთი პირველი მოდიფიკაციის გამანადგურებელი.
Су-30СМ
2019 წლის ბოლოს რუსეთმა სომხეთს ოთხი Су-30СМ გადასცა.

აღსანიშნავია, რომ წელს რუსულ "სუ"-ს უკვე მოუვიდა თითქმის ანალოგიური ინციდენტი, ოღონდ "მეგობრული ცეცხლის" გამხსნელი ...თავადვე იყო.
25 მარტს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან აფრენილმა რუსულმა გამანადგურებელმა Су-27с შავი ზღვის თავზე საავიაციო რაკეტის გაშვებისას კატასტროფა განიცადა და პილოტი დაიღუპა. როგორც შემდგომ გაირკვა, საავიაციო რაკეტის სტარტისას აფეთქდა მისი რაკეტული ძრავა და ნამსხვრევებმა "სუ"-ს "სასიკვდილო ჭრილობები" მიაყენეს.
ისე, რუსულ "სუ"-ებს "მეგობრული ცეცხლი" არც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაჰკლებიათ - ქართულ ცაში შემოჭრილ რუსულ Су-25 მოიერიშეებს ქართველ მეზენიტეებზე მეტად მგონი თავად რუსები და ოსები ესროდნენ, რადგან ქართულები ეგონათ და ერთი-ორიც კი დააზიანეს და ჩამოაგდეს...

პ.ს. ავიაციის თემასთან მიმართებაში კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოხდა ამ დღეებში, რაც ჩემი აზრით, საინტერესო უნდა იყოს ამ ბლოგის ერთგული მკითხველისთვის.

ორმა რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენ-რაკეტმზიდმა Ту-160-მა ძირს დაუშვებლად 25 სთ-ზე მეტი იფრინა და 20 ათასამდე კმ დაფარა ჰაერში საწვავის დამატებით გაწყობის შედეგად.
Ту-160
ამ ფაქტით თავის მოწონება განიზრახა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდალმა სერგეი კობილაშმა და მთელ მსოფლიოს ამაყად ამცნო, რომ ეს მსოფლიო რეკორდი გახლდათ, რაზეც ამერიკელ მფრინავებს ულვაშებში ჩაეცინათ და ფაქტები დადეს:
B-1
1. საბჭოთა/რუსული Ту-160-ის კლასის ამერიკულმა B-1 Lancer ძირს დაუჯდომლად 30 სთ-ი ჯერ კიდევ 2014 წელს იფრინა.
B-2
2. "სტელსის" ტექნოლოგიით დამზადებულმა ამერიკულმა "მოჩვენებამ"- B-2 Spirit-მა 44 სთ-იანი ფრენა 2001 წელს შეასრულა

3. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჰაერში ყოფნის აბსოლუტური რეკორდი -45 სთ-ი,ჯერ კიდევ 1957 წელს დაუმყარებია ამერიკულ სტრატეგიულ ბომბდამშენს B-52 შტრატოფორტრესს-ს!
B-52
ისე, ინფორმაციისთვის, ეს რუსი სარდალი, რომლის კვეხნასაც ასე მოკლე ფეხები აღმოაჩნდა, სხვა არავინაა, თუ არა სწორედ ის კობილაში, რომლის Су-25 ჩვენებმა ჩამოაგდეს აგვისტოს ომის დროს და ის მოხუცმა ქალმა დამალა და გადაარჩინა ქართულ სოფელში...
Су-25
კიდევ ერთი სიახლე დიდი ავიაციიდან - რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დასავლეთს სულ "ხამები" ეძახა იმის გამო, რომ თურმე ისინი რუსეთს აღარ აწვდიან კომპოზიტურ მასალებს ახალი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის МС-21-ის დასამთავრებლად...
გამოდის, რომ რუსეთს შეუძლია დასავლეთის საშინაო საქმეებში უხეშად ჩაერიოს, მეზობლებს ტანკებით გადაუაროს და თანაც კრემლში სწყინთ, სანქციებს რატომ გვიწესებენო...

დაბოლოს, კიდევ ერთი უცნაური საავიაციო შემთხვევა, რასაც უშუალო შეხება აქვს საქართველოსთან...
Bombardier CHALLENGER 600
აშშ-ის რადიოელექტრონული დაზვერვის ექსპერიმენტული თვითმფრინავი Bombardier CHALLENGER 600 რუმინული აეროდრომიდან აფრენისა და შავი ზღვის თავზე გადაფრენის შემდეგ, საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოფრინდა, ოღონდ ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან! იყო ეს სანავიგაციო შეცდომა თუ წინასწარგანზრახულად გაკეთდა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო პოტენციალის დასაზვერად, უახლესი მომავალი გვიჩვენებს, ყოველ შემთხვევაში, რუს სამხედროებს საზენიტო რაკეტები მისთვის არ უსვრიათ და ჯერჯერობით, არც რუს დიპლომატებს გამოუთქვამთ პროტესტი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
25 სექტემბერი 2020 11:16
Vis ar mosvlia :)
ნიკალა
24 სექტემბერი 2020 18:20
შესანიშნავი ინფორმაციაა!
სოსო
24 სექტემბერი 2020 15:09
როგორც ფეოლა იტყოდა:მე თქვენი თამაში სრულიად კმაყოფილი ვარ.ასე განაგრძეთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?