როგორ აფეთქებს ალიევი ერდოღანის სიძის დრონებით მთიან ყარაბაღში პუტინის ტანკებს... - კვირის პალიტრა

როგორ აფეთქებს ალიევი ერდოღანის სიძის დრონებით მთიან ყარაბაღში პუტინის ტანკებს...

ამჟამინდელი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში, რომელიც 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო, ისტორიაში შევა, როგორც "დრონების ომი", რადგან ინტერნეტსივრცე სავსეა უპილოტო დამრტყმელი საფრენი აპარატების მიერ სახმელეთო სამიზნეებზე დარტყმის ვიდეოკადრებით.

აზერბაიჯანი ამ დაპირისპირებაში იყენებს ორი დამრტყმელი ტიპის დრონს, რომლებიც ქვეყანამ მანამდე შეისყიდა თურქეთსა და ისრაელში.

ესენია თურქული წარმოების დისტანციურად მართვადი დამრტყმელი საფრენი აპარატი Bayraktar TB2 და ისრაელის ბარაჟირებადი უპილოტო-კამიკაძე Harop-ი.

Bayraktar TB2-ი თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის სიძის სელჩუკ ბაირაქტარის საავიაციო კომპანიაშია დამზადებული და ამ უპილოტომ თავი უკვე გამოიჩინა სირიასა და ლიბიაში საბჭოთა წარმოების საზენიტო-სარაკეტო დანადგარებსა და ჯავშანტექნიკაზე წერტილოვანი საჰაერო დარტყმებით.

აზერბაიჯანული სარაკეტო დანადგარი 'ჰაროპის' ტიპის უპილოტო კამიკაძეს უშვებს

მისი ასაფრენი მხოლოდ 650 კგ-ია, კრეისერული სიჩქარე 130 კმ/სთ და ტვირთამწეობა 50კგ-ზე ცოტა მეტი, მაგრამ ამ მოკრძალებული ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების მიუხედავად, უპილოტო "ბაირაქტარს" მთელი დღე-ღამე შეუძლია "ჩამოკიდებული" იყოს საბრძოლო მოქმედებების რაიონის თავზე, არანაკლებ 7-8 კმ-ის სიმაღლეზე, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის მის ვიზუალურად აღმოჩენას შეუიარაღებელი თვალით, ხოლო კომპოზიციური მასალებისგან დამზადებული უპილოტოს ფიუზელაჟი და ფრთა, ძნელად დასაფიქსირებელია მოწინააღმდეგის რადიოლოკაციური სადგურებისთვის. უპილოტო კამიკაძემ მიწაძე მსხვერპლი მონიშნა და პიკირება დაიწყო...

Bayraktar TB2 აღჭურვილია ნავიგაციის და დამიზნების თანამედროვე რადიო-ელექტრონულ-ოპტიკური აპარატურით, რაც მას საშუალებას აძლევს UMTAS-ის ტიპის მართვადი ტანკსაწნააღმდეგო რაკეტებით და მის ბაზაზე შექმნილი MAM-L ტიპის მართვადი საავიაციო ბომბებით ზუსტად დააზიანოს სახმელეთო სამიზნეები.

ისრაელის წარმოების უპილოტო-კამიკაძემ Harop-მა სომეხ სამხედროებს ჯერ კიდევ 2016 წლის აპრილის დაპირისპირებისას დაამახსოვრა მწარედ თავი.

135 კგ მასის ამ დრონს ექვსი საათის განმავლობაში შეუძლია უწყვეტი სადაზვერვო ფრენის შესრულება და თუკი ოპერატორი სამიზნეს აღმოაჩენს, დრონს მაშინვე პიკირებაში გადაიყვანს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს