სომხური "სკადი" ბაქოსთან ჩამოვარდა, "სმერჩი" კი მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგურთან... - "ქალაქების სარაკეტო ომი" იწყება?!
სომხური "სკადი" ბაქოსთან ჩამოვარდა, "სმერჩი" კი მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგურთან... - "ქალაქების სარაკეტო ომი" იწყება?!
ფოტო:მინგეჩაურის ელექტროსადგურის წინ "ჩარჭობილი" "სმერჩის" რაკეტა და ბაქოს გარეუბანში აღმოჩენილი "სკადის" რაკეტის ფრაგმენტები
სომხური "სკადი" ბაქოსთან ჩამოვარდა, "სმერჩი" კი მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგურთან... - "ქალაქების სარაკეტო ომი" იწყება?!

4 ოქტომბრის მიწურულს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰილმეტ ჰაჯიევმა სოციალური ქსელით სასწრაფო ინფორმაცია გაავრცელა - სომხეთმა საშუალო სიშორის ორი რაკეტა გაუშვა ქალაქ ჰიზისა და დედაქალაქ ბაქოს გარეუბნისკენ, მანამდე კი სამი რაკეტა ესროლა მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგურს!
ეს სენსაციური ინფორმაცია მაშინვე უარყო ოფიციალურმა ერევანმა და ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის ტერიტორიიდან არავითარი რაკეტები არ გაშვებულა აზერბაიჯანის მიმართულებითო...

მაგრამ, მალევე დაიდო ფოტოფაქტები იმისა,
თუ როგორ არის ჩარჭობილი მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგურის შესასვლელის წინ ასფალტში "სმერჩის" რაკეტის კორპუსი (აზერბაიჯანის მონაცემებით, მინგეჩაურში ჩამოვარდნილი "სმერჩის" სამი რაკეტიდან ორი არ აფეთქდა, ერთი სახლს დაეცა და ხუთი ადამიანი დაჭრა).
'სკადის' სარაკეტო დანადგარი
აზერბაიჯანულმა სააგენტომ გამოაქვეყნა ბალისტიკური "სკადის"(საბჭოთა დასახელება "ელბრუსი") ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტის ორი ფრაგმენტი, რომლებიც ამ გამოცემის
მტკიცებით ბაქოს გარეუბანში იქნა აღმოჩენილი თითქმის მთლიან კონფიგურაციაში. იმის გამო, რომ სავარაუდოდ, სიძველის გამო რაკეტამ მიზანს ვერ მიაღწია, ჩამოვარდა და არც აფეთქდა.

ფაქტია - რაკეტები გაშვებულია აზერბაიჯანის სტრატეგიული ობიექტების - დედაქალაქ ბაქოსა და მინგეჩაურის წყალსაცავის მიმართულებით.
ბაქოს გარეუბანში აღმოჩენილი 'სკადის' რაკეტის ფრაგმენტები
ამ "სკადებმა" და "სმერჩებმა" შეიძლება სტარტი მართლაც არ აიღეს სომხეთის ტერიტორიიდან და ისინი გაშვებული იქნა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედრო მეთაურების ბრძანების თანახმად (როგორც ეს აზერბაიჯანული განჯას შვიდი "სმერჩით" დაბომბვის შემთხვევაში მოხდა 4 ოქტომბერს, რაც სტეფანაკერტში აზერბაიჯანული რაკეტების აფეთქების საპასუხოდ განხორციელდა), მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბალისტიკური "სკადები" თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმიის შეიარაღებაში არასოდეს ყოფილა, სამაგიეროდ ერევნის ცენტრში გამართულ სამხედრო აღლუმებზე ისინი არაერთხელ ჩაუტარებიათ, რაც უცილობლად მიუთითებს მათ კუთვნილობას...
სომხური 'სკადი' ერევანში, სამხედრო აღლუმზე
ჯერ კიდევ ზაფხულში, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს დაემუქრნენ - დამიბომბავ მინგეჩაურის ელექტროსადგურს, საპასუხოდ სარაკეტო დარტყმას მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს მივაყენებო...
მოასწავებს ეს ყველაფერი იმას, რომ ძალიან მალე სომხეთისა და აზერბაბიჯანის ქალაქები ერთმანეთს "საჩუქრად" უკვე ბალისტიკურ რაკეტებს გაუგზავნიან?

P.S. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ სომხურ მხარეს ამ სარაკეტო შეტევებით სურს გამოიწვიოს აზერბაიჯანი საპასუხო სარაკეტო დარტყმების მისაყენებლად სომხეთის ტერიტორიაზე არსებულ სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის შეიძლება დედაქალაქ ერევანზეც კი, რის შემდეგ სომხეთს მიეცემა მეტი არგუმენტი, რომ რუსეთსა და "კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულების" (ო-დე-კა-ბე) ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ოფიციალურად მოსთხოვოს დაპირისპირებაში სომხეთის მხარეს ჩართვა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები