რუსეთის ტერიტორიაზე სომხური რაკეტა ჩამოვარდა?! - კვირის პალიტრა

რუსეთის ტერიტორიაზე სომხური რაკეტა ჩამოვარდა?!

დაღესტანში სამხრეთ კავკასიიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აფეთქდა

8 ოქტომბერს,დილით დაღესტნის აგულის რაიონის სოფელ ჩირაგიდან ათ კმ-ში მთის ფერდობზე დაეცა და აფეთქდა რაკეტა, რის შედეგაც წარმოიქმნა 2 მ სიღრმისა და 15 მ-მდე დიამეტრის ღრმული.

სავარაუდოდ ეს ბალისტიკური რაკეტა უნდა იყოს, რომლის საბრძოლო ქობინი ერთ ტონამდე იწონიდა.

აფეთქების ადგილი რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან არანაკლებ 40 კმ-ითაა დაშორებული, მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთი ნაწილის იმ ტერიტორიიდან, რომელსაც სომხები აკონტროლებენ არანაკლებ 160 კმ-ით, ხოლო სომხეთის საზღვრიდან კი 190 კმ-ით. ამ სიშორეზე "ტოჩკა-უ“-ს ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ვერ წვდება, სამაგიეროდ 300 კმ-მდე მიფრინავს "ელბრუსის“, იგივე "სკადის“ ბალისტიკური რაკეტა, რომელიც სომხეთის არმიის შეიარაღებაშია და ორჯერ უკვე გაუშვეს ბაქოს მიმართულებით.

დიდი ალბათობით, სტარტაღებულმა მოძველებულმა სომხურმა "სკადმა“ დაკარგა სამიზნე და მოწინააღმდეგე აზერბაიჯანის ნაცვლად მოკავშირე რუსეთში აფეთქდა!

აფეთქების ადგილზე აღმოჩენილ ფრაგმენტებზე რუსული წარწერებია, რაც მიუთითებს მის საბჭოთა წარმომავლობაზე, თუმცა არ არის გამორიცხული დაღესტანს სომხებმა რუსეთის ნაჩუქარი თანამედროვე "ისკანდერი“ ამ სახით დაუბრუნეს უკან...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს