ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა "ქართული ოცნება" აირჩიეს, ორი წლის წინ კი საპირისპირო სურათი იყო...
ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა "ქართული ოცნება" აირჩიეს, ორი წლის წინ კი საპირისპირო სურათი იყო...
ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა "ქართული ოცნება" აირჩიეს, ორი წლის წინ კი საპირისპირო სურათი იყო...

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოწყობილ საზღვარგარეთის უბნებიდან, ორი ავღანეთში, მაზარი-შარიფსა და ბაგრამში მდებარეობდა, რომელშიც ხმა ამ ქვეყანაში მყოფმა თითქმის 900 კაციანმა ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა მისცა.

ერთი შეხედვით, პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც ათი და ასი ათასობით ხმისთვის იბრძვიან, ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს ათასზე ნაკლები ხმის ბედი, მაგრამ მეორე მხრივ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ ძირითადად რა
განწყობაა საქართველოს თავდაცვის ძალების პირად შენადგენლობაში ხელისუფლება-ოპოზიციის მუდმივი პოლიტიკური დაპირისპირების დროს.

2020 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემების თანახმად თავდაცვის სამინისტროში 40 646 საშტატო თანამდებობა იყო დაშვებული, საიდანაც 37 893-ი თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობაზე მოდიოდა.

გასაგებია, რომ ყველა საშტატო ერთეული შევსებული არ გახლდათ და იყო დარჩენილი
ვაკანტური ადგილები, მაგრამ უხეშად, რომ გავნსაზღვროთ ავღანეთში მყოფი 900-მდე ჩვენი სამხედრო, მთლიანად თავდაცვის ძალების რაოდენობის მხოლოდ 2,5 %-მდეა, მაგრამ ეს მაჩვენებელიც საკმარისია იმის განსასაზღვრავათ, თუ ძირითადად ვის მისცა ხმა არმიამ.

საქმე ისაა, რომ სხვა დახურული საარჩევნო უბნები საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ თავდაცვის ძალების დანაყოფების პირადი შემადგენლობა მივიდოდა არჩევნებზე, საბედნიეროდ აღარ არსებობს, როგორც ეს ადრე იყო და ხდებოდა სამხედროების "შემზადება" იმისთვის თუ ვისთვის უნდა მიეცათ ხმა...

ცესკოს მონაცემების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ავღანეთში გახსნილ ორ საარჩევნო უბანზე 808 სამხედრომ ხმა მისცა სახელისუფლო პარტიას, ხოლო 37-მა კი ოპოზიციურ პარტიებს.

დიდი ალბათობით დაახლოებით ასეთივე სურათი შეიძლება ყოფილიყო თავდაცვის ძალების სხვა სამხედრო მოსამსახურეების ხმის მიცემისას, თუმცა თავისი ნიუანსებით, მაგალითად დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი სამეგრელოს რეგიონში "ნაციონალურ მოძრაობას" ტრადიციულად მეტი მხარდამჭერი ჰყავს, როგორც მოსახლეობაში, ისევე იმ ადგილობრივ სამხედროებში, რომლებიც იქვე დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში მსახურობენ.

ის, რომ ავღანეთში გახსნილ ორივე საარჩევნო უბანზე ხმების მიცემაში ამხელა განსხვავებაა, ეს "ქართული ოცნებისთვის" დიდად სასიხარულო უნდა იყოს, თორემ ორი წლის წინ, საპრეზიდენტო არჩევნებზე, სწორედ ამ ავღანეთის საარჩევნო უბნებზე სახელისუფლო პარტიამ წააგო...
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ავღანეთის ორ საარჩევნო უბანზე 875 სამხედროდან სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას 397-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ხოლო გროგოლ ვაშაძისას კი 261-მა.
ეს მაშინ, ხელისუფლებისთვის ცივი წყლის გადასხმის ეფექტის ტოლფასი იყო, მაგრამ რაც მეორე ტურში მოხდა, სრული ფიასკო გახდა მთავრობისთვის-საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზურაბიშვილს ხმა მხოლოდ 362 სამხედრომ მისცა, ხოლო ოპოზიციონერ ვაშაძეს კი 452-მა...

არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის დამარცხება ავღანეთის ქართულ სამხედრო კონტინგენტის არჩევანში დღემდე მწარედ ახსოვდა ხელისუფლებას, ამიტომაც 808 - 37-ზე გამარჯვება წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნებისთვის" მშვენიერ რევანშს წარმოადგენს.
რამ განაპირობა ასეთი სერიოზული წარმატება ავღანეთის სახედრო კონტინგენტში, რაც დანარჩენი თავდაცვის ძალებისთვისაც იქნებოდა დამახასიათებელი?
ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება დასახელდეს ერთი წლის წინ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეცვლა. რაც არ უნდა აკრიტიკებდეს ოპოზიცია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ფაქტია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობისა და მათი ოჯახების სოციალური პირობების მკვეთრად გაუმჯობესებამ სავარაუდოდ დადებითი შედეგი გამოიღო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
vai
06 ნოემბერი 2020 06:04
ესენი დაიცავენ ქვეყანას?
ლაშა
01 ნოემბერი 2020 23:51
მინდა კომენტარის გაკეთება მაგრამ ვიცი არ გამოაქვეყნებთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები