სომხეთი დამარცხდა, აზერბაიჯანმა ტერიტორიები დაიბრუნა, რუსეთი კი კიდევ უფრო გაძლიერდა სამხრეთ კავკასიაში...
სომხეთი დამარცხდა, აზერბაიჯანმა ტერიტორიები დაიბრუნა, რუსეთი კი კიდევ უფრო გაძლიერდა სამხრეთ კავკასიაში...
2020 წლის 10 ნოემბრის გამთენიისას ისტორიული მომენტი დადგა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის - 26-წლიანი კონტროლის შემდეგ სომხეთმა დათმო მთიანი ყარაბაღი და მის გარშემო არსებული შვიდი რაიონი. აზერბაიჯანმა 45-დღიანი ბრძოლის შედეგად თავისი ტერიტორიული მთლიანობა, ფაქტობრივად, აღადგინა, რუსეთმა კი, მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალების ჩაყენებით, კიდევ უფრო გაიმტკიცა სამხედრო-პოლიტიკური პოზიციები სამხრეთ კავკასიაში, რადგან მისი სამხედრო ბაზები სომხეთისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, ახლა უკვე აზერბაიჯანშიც გამოჩნდა...

10 ნოემბერს პუტინის თაოსნობით ალიევი და ფაშინიანი შეთანხმდნენ
მთიან ყარაბაღში ბრძოლების შეწყვეტაზე, 1-ელ დეკემბრამდე
მთიანი ყარაბაღიდან და აზერბაიჯანის კიდევ ოთხი რაიონიდან სომხეთის არმიის გაყვანაზე, სამაგიეროდ კი, სომხებს უტოვებენ საშუალებას, ლაჩინის დერეფნით ისარგებლოს და დევნილები მთიან ყარაბაღში დაბრუნდნენ.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გააკონტროლებს რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის ქალაქ ულიანოვსკის მე-15 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის (რომელსაც სამშვიდობო
ბრიგადასაც უწოდებენ) 1960 სამხედრო. ეს სამხედროები თვითმფრინავებით სასწრაფოდ გადაისროლეს ერევანში. ისინი შეირაღებული იქნებიან 90 ჯავშანტრანსპორტიორთა და 380 საავტომობილო ტექნიკით და მთიან ყარაბაღში, დაპირისპირებული მხარეების შუაში ჩადგებიან.

ოფიციალური ბაქო ამ ხელშეკრულებას აზერბაიჯანის დიდ ისტორიულ გამარჯვებად იმიტომ მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაში არსადაა ნახსენები მთიანი ყარაბაღის მომავალი რამე პოლიტიკური სტატუსი.

მთიანი ყარაბაღის ფრონტზე სომხეთის ფაქტობრივი კაპიტულაციით უკმაყოფილო ოპოზიციამ ერევანში პარლამენტის შენობა დაიპყრო, პარლამენტის სპიკერს სცემა და სხდომათა დარბაზი დაარბია. ოპოზიციონერებმა, ასევე, დაარბიეს "რადიო თავისუფლების" ოფისიც, თუმცა, წესით, პრეტენზიები უფრო რუსეთის მიმართ უნდა ჰქონდეთ, ვიდრე - დასავლეთის...

სომხეთის ოპოზიცია ხელმოწერილი ხელშეკრულების რადიკალურად წინააღმდეგია  და, ჩანს, უახლოეს საათებში ყველაფერს იღონებს პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ხელისუფლების ჩამოსაგდებად, რაც პრეზიდენტ პუტინის მთავარი გეგმა გახლდათ - სწორედ იმავე ხალხმა უნდა ჩამოაგდოს ფაშინიანი, ვინც ორი წლის წინ იგი  სომხეთის სათავეში დასვა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
არჩილ სოხუმელი
15 ნოემბერი 2020 13:23
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება სომხებზე უფრო აზერბაიჯანელები დასაჯა რუსმა. ფაშინიანს პროდასავლურობა არ აპატიაო, რა აზერბაიჯანს აპატიებდა იმ პროექტებს რომელსაც რუსეთის გვერდის ავლით ანხორციელებდა? აპატიებდა აზერბაიჯანს საქართველოსთვის გაწეული დახმარებას (აზერბაიჯანული გაზი, საწვავი)? დრო გვიჩვენებს შეიძლება ფაშინიანიც რუსული პროექტის იყოს მოვლენების ასე განსავითარებლად
ალექს
12 ნოემბერი 2020 07:49
ჰმ, აზერბაიჯანის ეს წარმატება თურქეთის და შესაბამისად ნატოს წარმატებაცაა , რუსი რადიკალი სამხედროები ამჯერად შეშფოთდნენ იმის გამოც , რომ თურმე მოსკოვში ფეიერვერკები გამართეს აზერებმა აზერული დროშებით წითელ მოედანზე დაჰქროდნენ და გაჰკიოდნენ გამარჯვების ყიჟინას , ამერიკა თურქეთის გავლით კასპიის ზღვაზე გამოვიდაო, აქ კი დაღესტანი, ჩეჩნეთი, თათარსტანი და სხვა მუსულმანური ქვეყნებია და პანთურქიზმის მოძლიერების საფრთხე გაიზარდაო , რაც რუსეთისათვის საზიანოაო ! ნეტ ხუდა ბეზ დაბრაო ! ნახევარი რუსეთი თურქულენოვანია, წიაღისეულით მდიდარი ადგილები თურქეთის სამიზნეა ხუთასი წელია , რუსისა კი კონსტანტინეპოლი , სტალინი უპირებდა რსფსრ ავტონომიას ყაზთურქუზბყირგტაჯიკაზერ, დედაქალაქით ბაქოში , ჰმ ,აღარ იქნებოდა ჰოფას ბაზრობა , ჯინსებს ვიყიდიდით რიგაში ! მსგავსი სიტუაცია არაერთხელ ყოფილა , რუსის უპირობო გამარჯვება სომხეთის გამარჯვება იქნებოდა , ეს მხოლოდ ზავია , დროებითი , სამწუხაროდ , სისხლისღვრა პარტიზანული და ტერორისტული იქნება , გუშინ საღამოს დეზერტირებთან ვნახე აზერ დროშით მოზეიმე მანქანა , დიახ !
GG
12 ნოემბერი 2020 01:21
სინამდვილეში მოგებული დარჩა პირველ რიგში აზერბაიჯანი და მერე თურქეთი.
სომხეთმა, თავისი სიხისტით და უკომპრომისობით ყველაფერი წააგო და კიდევ წააგებს.
რუსეთმაც წააგო. აქმდე თუ მთელ კავკასიაში მარტო ბოგძნებდა, ახლა თურქეთიც არის არაპროგნოზირებული პრეზიდენტით. აზერბაიჯანიდან რომ წავიდა და ალიევს ახლა რუსეთი არ აინტერესებს ამ საკითხში - ფაქტია. სომხეთი რომ რუსეთზე გაბრაზდა - ეგეც ფაქტია. თურქულ-ისრაელის სამხედრო ტექნიკამ რომ დაჯაბნა რუსული, ეგეც გამოჩნდა ბრძოლის ველზე. მაშ რა მოიგო რუსეთმა? მოიგო კი არა, მოიმკა დათესილი! სამხები მაგრად გაიტისკენ, მაგრამ იმედია ჭკუას ისწავლიან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები