პუტინის "განკითხვის დღის" თვითმფრინავი ბერიაშვილის აეროდრომზე გაძარცვეს
პუტინის "განკითხვის დღის" თვითმფრინავი ბერიაშვილის აეროდრომზე გაძარცვეს
კრემლმა უნდა ინატროს, რომ ამ თვითმფრინავის მძარცველები ჩვეულებრივი ქურდბაცაცები იყვნენ და არა - სხვა ქვეყნის დაზვერვის მიერ მიგზავნილები...

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომელსაც მსოფლიოს პოლიტიკის ცვლილების უდიდესი ამბიციები აქვს, თუ ვინმე ამას გაუბედავდა, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო - ქალაქ ტაგანროგის აეროდრომზე "ილ-80" ტიპის უზარმაზარი თვითმფრინავი გაქურდეს...

"ილ-80"-ის სახელის მქონე თვითმფრინავი ფართო მასებისთვის ნაკლებად ცნობილია, რადგან იგი ერთ დროს პირველი საბჭოთა ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო ლაინერის - "ილ-86"-ის სპეციალიზირებულ, გასაიდუმლოებულ ვარიანტს წარმოადგენდა და სულ მხოლოდ
ოთხი ასეთი თვითმფრინავი დამზადდა.

მას მეორენაირად "განკითხვის დღის" თვითმფრინავსაც უწოდებენ, რადგან, ბირთვული ომის დაწყების შემთხვევაში, ასეთმა "ილ-80"-მა რუსეთის უმაღლესი მთავარსარდალი - პრეზიდენტი პუტინი სახიფათო ზონას უნდა გაარიდოს. ამასთანავე, მისი ბორტიდან პრეზიდენტს უნდა შეეძლოს რუსეთის ბირთვული ტრიადის - სახმელეთო ბაზირების საკონტინენტთაშორისო და წყალქვეშა ნავების ბალისტიკური, ასევე,
ბომბდამშენი თვითმფრინავების ფრთოსანი რაკეტების გაშვების ბრძანების გაცემა და სიტუაციის ოპერატიულად მართვა.

ამისთვის "ილ-80"-ის ბორტზე განთავსებულია საიდუმლო რადიოელექტრონული სისტემები დახურული კავშირების უზრუნველსაყოფად და ბრძანებების გადასაცემად.

და, როგორც ირკვევა, რამდენიმე დღის წინ ქალაქ ტაგანროგის აეროდრომზე, სადაც ფუნქციონირებს გიორგი ბერიევის, იგივე გიორგი ბერიაშვილის (სტალინისდროინდელი საბჭოთა ავიაკონსტრუქტორი, რომელიც ცნობილი იყო ჰიდროთვითმფრინავების შექმნით) სახელობის საავიაციო სამეცნიერო-ტექნიკური კომპლექსი, გაიძარცვა "ილ-80" და წაღებულია მის ბორტზე დამონტაჟებული სპეციალური რადიოაპარატურის 39 მოწყობილობა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მართვის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული თვითმფრინავიდან ასევე საიდუმლო რადიოპარატურის მოპარვა სერიოზულ შეშფოთებად უნდა იქცეს კრემლისთვის იმ შემთხვევაშიც, თუ ეს უბრალო ქურდბაცაცებმა ჩაიდინეს, მაგრამ საგანგაშო გახდება რუსეთის ხელისუფლებისთვის, თუ აღმოჩნდება, რომ ამ ძარცვის შემკვეთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახური გახლდათ, რადგან კრიზისულ სიტუაციებში ბირთვული ძალების მართვის სისტემის საიდუმლოების გაჟონვა რუსეთის სტრატეგიული უსაფრთხოებისთვის დიდ დარტყმად იქცევა, თუმცა ეს პუტინის პრობლემაა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
პუტინ კაპუტ
21 იანვარი 2021 20:32
რაც მალე ჩააძაღლებენ მაგ პოლიტიკურ პუტანკას,უკეთესია.
x
09 დეკემბერი 2020 20:28
ყოჩაღი ბიჭები ყოფილან.
რეზო
09 დეკემბერი 2020 11:57
მოკლედ როგორ მოსპონ ეს სამყარო იმას ცდილობენ, რა საჭიროა ეს ატომი და ამდენი ბირთუვული იარაღი. იმ რაკეტებზე უნდა დაამაგრო პუტინი და გაუშვა კოსმოსში სამუდამოდ....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები