პრეზიდენტებმა ალიევმა და ერდოღანმა სომხეთზე გამარჯვება ერთად იზეიმეს...
პრეზიდენტებმა ალიევმა და ერდოღანმა სომხეთზე გამარჯვება ერთად იზეიმეს...
ყარაბაღის ომის დამთავრებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, 10 დეკემბერს ბაქოში გამარჯვების აღლუმი გაიმართა.
სამხედრო აღლუმში 3 ათასამდე აზერბაიჯანელი და თურქი სამხედრო იღებდა მონაწილეობას, ტრიბუნის წინ კი 150-მდე საბრძოლო ტექნიკამ ჩაიარა.

სხვა დროს ბაქოს ცენტრში ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი სამხედრო აღლუმებიც გამართულა, მაგრამ ეს გამარჯვების აღლუმი იმით განსხვავდებოდა, რომ მსვლელობა ბრძოლის ველზე ნაალაფარმა, სომხეთის არმიის ყოფილმა საბრძოლო ტექნიკამ დაიწყო - საარტილერიო დანადგარები, ტანკები, "გრადები", "ოსები", "გვოზდიკები" ჯერ კიდევ ატარებდნენ სომხეთის სამფეროვან დროშას, მაგრამ
ბრძოლებში დაზიანებულები იყვნენ...

ბაქოში გამარჯვების აღლუმის ჩატარებამდე ვრცელდებოდა ხმები, რომ ნაალაფარ სომხურ საბრძოლო ტექნიკასთან ერთად აზერბაიჯანელები თითქოს სომეხი სამხედრო ტყვეების ჩატარებასაც აპირებდნენ, დაახლოებით ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს მოსკოვის ქუჩებში ჩაატარა სტალინმა ათასობით გერმანელი სამხედრო ტყვე.
ერევანში აცხადებდნენ, რომ თუ ბაქო ამას გააკეთებდა, ეს სომხების
უდიდეს შეურაცხყოფად იქცეოდა და მოსკოვს თხოვდნენ, ამგვარი რამ არ დაეშვა. ძნელი სათქმელია, სომხების თხოვნამ გაჭრა და პუტინმა ურჩია ალიევს, სომეხი სამხედრო ტყვეები არ გამოეჩინა გამარჯვების აღლუმზე, თუ აზერბაიჯანის ხელისუფლებას საერთოდ არ ჰქონდა ასეთი ჩანაფიქრი, მაგრამ წაგებულ ერევანში მაინც შედარებით მშვიდად ამოისუნთქეს, როდესაც თანამემამულეები  ბაქოს აღლუმზე სამხედრო ტყვეების სახით ვერ დაინახეს.

ნაალაფარი სომხური არტილერიისა და ჯავშანტექნიკის შემდეგ აღლუმზე გამოჩნდა ის ძირითადი საბრძოლო ტექნიკა და შეირაღება, რომელმაც აზერბაიჯანის არმიას ყარაბაღის მესამე ომში გამარჯვების საშუალება მისცა. ეს იყო რუსული, თურქული, ისრაელის, ბელარუსისა და თავად აზერბაიჯანის მიერ წარმოებული შეიარაღების ნიმუშები - ტანკები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემები და, რა თქმა უნდა, რამდენიმე ტიპის სადაზვერვო, დამრტყმელი და ბარაჟირებადი დრონი-კამიკაძეები.

ბაქოს პორტში აზერბაიჯანის სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდები "დრეიფობდნენ", ხოლო ცაზე, დაბალ სიმაღლეზე, აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების შვეულმფრენებმა და თვითმფრინავებმა გადაიფრინეს.
სანამ ბაქოში გამარჯვების აღლუმი მიმდინარეობდა, ერევანში, მთავრობის სახლთან, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ავტოკორტეჟს კვერცხებს ესროდა და პრემიერის სასწრაფო გადადგომას ითხოვდა...

ისე, ისტორია უცნაურად მეორდება - 1994 წელს, როდესაც მთელი სომხეთი ყარაბაღის პირველ ომში გამარჯვებას ზეიმობდა, ბაქოში ხელისუფლების გადანაწილებისთვის თითქმის სამოქალაქო ომი იყო დაწყებული...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
irma
12 დეკემბერი 2020 09:59
CHVEN ISE GAMOVDEMOKRATIULDIT ROM SAMWUXAROD CHVENZEDC MALE IZEIMEBEN DARWMUNEBULI VAR , CHVEN MARTO AMERIKISKEN VISHVIROT XELI DA RAC 8 AGVUSTOS DAGVATYDA UARESS GVIZAVS KETILI MEZIBELI... MTERI ROMELIC SAUKUNEEBI GVGRGNIDA DA GVAOXREBDA.. CHGEN ERI AR VART.....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები