სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია ახალ დაპირისპირებაში იზრდება...
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია ახალ დაპირისპირებაში იზრდება...
თითქმის სამ ათეულწლიანი პაუზის შემდეგ, ბაქო იწყებს სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გაკონტროლებას, რაც კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემად უკვე იქცა, ისედაც ახალომგადატანილ ორ მეზობელ ქვეყანას შორის...

ყარაბაღის პირველ ომში დამარცხების შემდეგ ერევნის განკარგულებაში აღმოჩნდა არა მარტო თავად მთიანი ყარაბაღის ყოფილი საბჭოთა ოლქის ტერიტორია, არამედ - მის გარშემო მდებარე აზერბაიჯანის კიდევ შვიდი რაიონი, რომელთაგან ოთხი - ქელბაჯარის, ლაჩინის, ქუბადლისა და ზანგილანის, უშუალოდ ესაზღვრებოდა სომხეთის ტერიტორიას.
2020 წლის 10 ნოემბერს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტას,
რითაც აზერბაიჯანი ყარაბაღის მესამე ომში, ფაქტობრივად, გამარჯვებული გამოვიდა, რადგან დაიბრუნა სომხების ოკუპირებული შვიდივე რაიონი და, ამასთანავე, მთიანი ყარაბაღის ნაწილი, ქალაქ შუშას ჩათვლით, თუმცა ამას პირწმინდა გამარჯვება არ ჰქვია, რადგან მთიან ყარაბაღში დარჩა სომხური სამხედრო დანაყოფები და, ამასთანავე, იქ სამშვიდობო მისიის მოტივით განთავსდა ორიათასკაციანი რუსული სამხედრო
კონტინგენტი, რომელიც კაცმა არ იცის, მომავალში რა თავის ტკივილს გაუჩენს ოფიციალურ ბაქოს...

მაგრამ, ასე თუ ისე, ბაქომ დაიწყო სომხეთთან სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთის აღდგენა, რომელსაც ათწლეულები ვერ აკონტროლებდა (მანამდე აზერბაიჯანმა აღადგინა 132 კმ-იანი საზღვრის მონაკვეთი ირანთან).
საზღვრის დემარკაციისთვის დაწყებული მოქმედებები სერიოზულ საფრთხეს აჩენს იმისა, რომ ამ ორი ქვეყნის სასაზღვრო მონაკვეთებში ახალი შეირაღებული დაპირისპირება დაიწყოს.
თითქმის 30 წლის განმავლობაში სასაზღვრო ზოლში მაცხოვრებელი ადგილობრივი სომხები მიეჩვივნენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვარმა ყარაბაღის აღმოსავლეთით, თითქმის ას კმ-ზე "გადაიწია" და ამიტომაც უშუალოდ აზერბაიჯანის მიწებზე თავინთი მეურნეობები შექმნეს.

ახლა კი, როდესაც ომში დამარცხების შემდეგ ოფიციალურ ერევანს უწევს სერიოზულ დათმობებზე წასვლა, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო საზღვრის აღდგენა ადგილობრივ სომხებს დიდ პრობლემებს უქმნის, როგორც ქელბაჯარის რაიონში, ისე - ზანგილანთან, სომხური დასახლების - სიუნიკის სიახლოვეს, სადაც აეროპორტიც მდებარეობს.
ბაქო კატეგორიულად მოითხოვს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია განხორციელდეს საბჭოთა დროს არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მიხედვით და ამისთვის გამოყენებული იქნას გლობალური პოზიციონირების სისტემა ანუ ჯი-პი-ესი.

რთულ პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ფაშინიანის მთავრობა იძულებულია, დასთანხმდეს ომში გამარჯვებულ მხარეს (მით უმეტეს, რომ სიმართლეც ამ საზღვრებთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მხარესაა), რაც სომხეთის მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც ფაშინიანის გადაგომას ისედაც ითხოვდა, კიდევ ერთ საფუძველს აძლევს, ქვეყანაში ოპოზიციური მოძრაობა გააძლიეროს.
საქმე იქამდე მიდის, რომ დემარკირებულ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ეტყობა, რუსი მესაზღვრეები ან სამხედროები ჩადგებიან, ისევე, როგორც რუსი მესაზღვრეები საბჭოთა პერიოდიდან აკონტროლებენ სომხეთის საზღვარს თურქეთთან და ირანთან.

აზერბაიჯანი კი აღიდგენს სახელმწიფო საზღვარს სომხეთთან, მაგრამ საინტერესოა, როგორ განვითარდება თბილისისა და ბაქოს მოლაპარაკებები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიასთან მიმართებაში...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მედეა
25 დეკემბერი 2020 12:34
1938 წლის რუკის გამოყენებაზე აქვს ხელი მოწერილი შევარდნაძესა და ალიევს--ამას ვერ გადაუხვევს ბაქო,დანაშაული გაცხადდება და მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს უმტკივნეულოდ.ამინ!
sniper
21 დეკემბერი 2020 12:36
შევიდა რუსი და გაჩნდა ეკლიანი მავთულიც.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები