მუდმივი ვიდეოთვალთვალი ოკუპანტებზე თანამედროვე "ლეკიანობის" დოკუმენტალიზაციისთვის...
მუდმივი ვიდეოთვალთვალი ოკუპანტებზე თანამედროვე "ლეკიანობის" დოკუმენტალიზაციისთვის...
21-ე საუკუნეში საქართველოში ახალი "ლეკიანობის" პერიოდი დაგვიდგა, როდესაც კვირა არ გავა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში და შიგადაშიგ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონშიც, საქართველოს მოქალაქეები არ მოგვტაცონ და ციხეში არ ჩასვან ადგილობრივმა სეპარატისტებმა, არარსებული საზღვრის ვითომდა დარღვევის საბაბით...

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე კასპისა თუ გორის რაიონების სოფლების მაცხოვრებელთა ცხინვალის ციხეში მოხვედრის სცენარი თითქმის ერთნაირია - სოფლის მაცხოვრებელი ან საქონელს აძოვებს, ან ტყეში შეშას ჩეხავს და იცის, რომ არ არის გადასული ოკუპანტ-სეპარატისტების მიერ თვითნებურად
გავლებულ, წარმოსახვით "საზღვარზე", მაგრამ მეორე მხრიდან მოდის რუსი სამხედროების პატრული და "კალაშნიკოვებიდან" სროლის მუქარით ადგილობრივს მათთან მიახლოებას უბრძანებს. თუ სოფლის მკვიდრი ამ ბრძანებას ასრულებს, ის, ძალაუნებურად, კვეთს ამ წარმოსახვით "საზღვარს", რის შემდეგაც მას აკავებენ, როგორც საზღვრის დამრღვევს...

გატყუების სწორედ ამ მეთოდით, ცხინვალის ციხის კედლები, სამწუხაროდ,
საქართველოს უკვე ასამდე მოქალაქემ იხილა და ამ თანამედროვე "ლეკიანობის" აღკვეთა ვერც სააკაშვილის და ვერც დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო.
ვერ შეძლო განა იმიტომ, რომ ოკუპანტების პატრულისთვის იქვე, ადგილზე, კისრის მოგრეხვა ჩვენს პოლიციელებსა თუ სპეცრაზმელებს გაუჭირდებათ, უბრალოდ, ადვილი განსასაზღვრელია, რა საპასუხო ქმედებებს განახორციელებს ის რუსეთი, რომლის მეთაური - კრემლის ბინადარი მხოლოდ მორიგ საბაბს ეძებს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გასაახლებლად და თანაც ისე, რომ ყველაფერი კვლავ საქართველოს დააბრალოს...

ასეთ დროს, გვინდა თუ არა, ქვეყანა მხოლოდ პასიური პროტესტების იმედზე რჩება და საერთაშორისო საზოგადოებას აცნობებს თანამედროვე "ლეკიანობის" მორიგ ფაქტს.

მაგრამ ერთია სიტყვა და მეორე - თვალით დანახული. თავად განსაზღვრეთ, თუკი ოფიციალური თბილისის პროტესტს რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების მიერ საქართველოს მორიგი მოქალაქის ძალისმიერი გატაცების ამსახველი მაღალი ხარისხის ვიდეოკადრებიც დაერთვება, იქნება თუ არა ეს უკეთესი საპასუხო დარტყმა იმ საინფორმაციო ომში, რომელიც სამი ათეული წელია, რუსეთს საქართველოს წიანააღმდეგ გამოცხადებული აქვს?

კონფლიქტის ზონების გამყოფი ხაზის მთელ პერიმეტრზე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია მაღალი ხარისხის ვიდეოთვალთვალის სისტემის ამუშავება, მაგრამ კონკრეტულ მონაკვეთებზე, სადაც ყველაზე ხშირად აქვს ადგილი თანამედროვე "ლეკიანობას", ამის განხორციელება ტექნიკურად შეუძლებელი სულაც არ არის.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ ქართულ სპეცსამსახურებს შეიძლება უკვე ისედაც ჰქონდეთ ვიდეოთვალთვალის პრაქტიკა დაწყებული, თუმცა საქართველოს მოქალაქის ძალისმიერი მოტაცების ფაქტის დამადასტურებელი ვიდეოკადრები დღემდე რაღაც არ შეგვხვედრია.

ისე, აგვისტოს ომის შემდეგ, სანამ რუსი სამხედროები ჯერ კიდევ გორში იდგნენ, ზოგიერთი პიროვნების პირადი გამბედაობის და გმირობის წყალობით ამოქმედებული იქნა ვიდეოთვალთვალის რამდენიმე საშუალება, რომელიც კონკრეტული მნიშვნელოვანი ობიექტებიდან "ლაივში" აგზავნიდნენ გამოსახულებას და თბილისში ოპერატიულად იცოდნენ, თუ კონკრეტულ მომენტში რას აკეთებდნენ რუსი ოკუპანტები...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (2)
Erekle
14 თებერვალი 2021 08:37
აქამდე სად იყვნენ, 2018 ში ეს იდეა მივაწოდე პარლამენტის წევრს და მაშინ უკვე განხილვაში იყო, ამას რად უნდოდა ამდენი ფიქრი, სახლში ყაჩაღები რომ გივარდებიან, ეს ხომ მინიმუმია რაც უნდა გააკეთო?
WE
09 თებერვალი 2021 20:25
100% სიმარტლე
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები