საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ღარიბაშვილისთვის სანდო - ვინ არის თავდაცვის მინისტრად წარდგენილი ჯუანშერ ბურჭულაძე
საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ღარიბაშვილისთვის სანდო - ვინ არის თავდაცვის მინისტრად წარდგენილი ჯუანშერ ბურჭულაძე
18 თებერვალს გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობიდან მოულოდნელი (მოულოდნელი უფრო საზოგადოების ფართო მასებისთვის, თორემ შიდადაპირისპირება მმართველ გუნდში ეტყობა უკვე მომწიფებულიყო იყო) გადადგომის შემდეგ, საქართველოში მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა და ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი ორიოდე დღეში მთავრობის უკვე ახალ გუნდს აყალიბებს.
მინისტრთა კაბინეტში დიდი ცვლილება არ ხდება, მაგრამ პრემიერ-მინისტრად წასული თავდაცვის მინისტრის სავარძელი გათავისუფლდა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ჯუანშერ ბურჭულაძეს, თავდაცვის მინისტრის მოქმედ მოადგილეს სთავაზობს.

საზოგადობისთვის ნაკლებად ცნობილია ჯუანშერ ბურჭულაძეს პიროვნება, რადგან ის
პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენს და თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე ის ირაკლი ღარიბაშვილმა 18 თვის წინ მოიყვანა, თავისი გუნდის შემადგენლობაში.

ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯუანშერ ბურჭულაძის გადაკვეთის ხაზები ეტყობა ჯერ კიდევ 2004-2005 წლებში მოხდა, როდესაც ბურჭულაძე "ქართუ ბანკის" პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროს სპეციალისტად მუშაობდა,
ხოლო ღარიბაშვილი "ქართუ-ჯგუფის" ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი იყო, ხოლო 2005 წლის ბოლოსთვის "ქართუს" გამგეობის თავჯდომარე-გენერალურ დირექტორამდე დააწინაურეს.

თუმცა მათი მეტად დაახლოების საფუძველი დიდი ალბათობით გახდა 2013-2014 წლებში მაშინდელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ოფიციალური ვიზიტები, რომელთა ორგანიზებაშიც მონაწილეობას ღებულობდა ჯუანშერ ბურჭულაძე-მისი საქმიანობის დოსიეში განსაკუთრებით გამოყოფილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიღებული ორი პირადი მადლობა იმისთვის, რომ წარმატებით უზრუნველყო პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ორგანიზება და ამასთან აშშ-ში საქართველოს საელჩოს შენობის შეძენაში დაეხმარა.

მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ეტყობა ისე მოეწონა ბურჭულაძესთან საქმიანი ურთიერთობა, რომ 2019 წლის სექტემბერში, დიდ პოლიტიკაში თავდაცვის მინისტრად დაბრუნებისას, ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც მაშინ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, თავის მოადგილედ წაიყვანა თავდაცვის სამინისტროში.

თავდაცვის მინისტრის ოთხი მოადგილიდან, ჯუანშერ ბურჭულაძე ბოლო 18 თვის განმავლობაში უშუალოდ ასრულებდა მინისტრ ღარიბაშვილის მიერ წამოწყებულ ერთ-ერთ უმთავრეს პროგრამას, რომელიც თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის სოციალური პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, იქნება ეს ახალი საცხოვრებელი ბინების აშენება, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის გაუმჯობესება, ყაზარმების გარემონტება თუ სამხედრო სასადილოებში კვების რაციონის გამდიდრება. ფაქტობრივად სწორედ ბურჭულაძეს ევალება თავდაცვის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება.

ღარიბაშვილმა რომ თავის შემცვლელად ოთხი მოადგილიდან სწორედ ბურჭულაძე აირჩია, უფრო იმაზე მიუთითებს, რომ თავდაცვის უწყებისთვის კვლავ პრიორიტეტული დარჩება სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება, რასაც ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის სავარძლიდან აუცილებლად გააკონტროლებს.
ის, რომ პრემიერ-მინისტობის კანდიდანტმა ღარიბაშვილმა თავდაცვის ახალი მინისტრის პოსტზე საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ მისთვის პირადად სანდო პიროვნება შეარჩია, მიანიშნებს იმაზე, რომ მომავალ პრემიერ-მინისტრს თავის გუნდის შექმნა სურს და არა მარტო თავდაცვის სამინისტროში...


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
დამკვირვებელი
23 თებერვალი 2021 14:50
ამასაც ნამდვილად საათების კოლექცია ექნება. და ალბათ ერთმანეთში გაცვლა-გამოცვლას მოაწყობენ.
No
21 თებერვალი 2021 18:00
Warmatebebii
ძრწოდეთ, საქართველოს მტრებო!!!
20 თებერვალი 2021 16:58
ბურჭულაძე - "ქართუ ბანკის" პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი !!!


რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები