პუტინის "შახმატი" მაკეტი აღმოჩნდა ანუ მორიგი რუსული სამხედრო პიარი
პუტინის "შახმატი" მაკეტი აღმოჩნდა ანუ მორიგი რუსული სამხედრო პიარი
სამხედრო თემების გაპიარება ქვეყნების პირველ პირებს დროდადრო უყვართ და რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც არ არის გამონაკლისი (ისე, მისი ქართველი კოლეგაც, სააკაშვილი, 2011 წლის სამხედრო აღლუმზე ყველას ხომ აჯერებდა, რომ "დიდგორები" მთლიანად საქართველოში იყო დამზადებული), მაგრამ მისი შესრულებით ჩატარებულმა ბოლო "სამხედრო პიარმა" მართლაც ყველაფერს გადააჭარბა, როდესაც მეხუთე თაობის ამერიკულ F-35-ზე უკეთესად გამოაცხადეს Checkmate-დ მონათლული ახალი რუსული Су-75-ი, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ... მაკეტი აღმოჩნდა!

საბჭოთა დროინდელი პრაქტიკიდან, როდესაც თითქმის ნებისმიერი სამხედრო ტექნიკა გასაიდუმლოებული იყო,
დღევანდელ რუსეთში პირიქით დიდ რეკლამას უწევენ სამხედრო სიახლეებს, მაშინაც კი, თუ ესა თუ ის ტანკი და თვითმფრინავი ჯერ კიდევ არ არის მიღებული თავად რუსეთის არმიის შეირაღებაში.

ამის თვალსაჩინო მაგალითებია უმაღლეს დონეზე გაპიარებული ახალი რუსული ტანკი Т-14 "არმატა" და მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავი Су-57-ი, რომლებიც რუსეთის
არმიას თავის შეირაღებაში ჯერ კიდევ არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ ათ წელზე მეტი გავიდა მათი სახელმწიფო პიარის დაწყებიდან.

ახალი რუსული "შახმატიც" ეტყობა ამ პიესიდანაა, მისი შემქმნელები საავიაციო გამოფენაზე მისულ პუტინს არწმუნებდნენ, რომ ის ორ წელში აფრინდება, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, რუსეთის პრეზიდენტისთვის სინამდვილეში თვითმფრინავის მხოლოდ მთლიანმასშტაბური მოდელი უჩვენებიათ, რომელიც ბუნებრივია ვერასოდეს აიჭრება ცაში, ხოლო მაკეტიდან ნამდვილი საბრძოლო თვითმფრინავის სერიულ წარმოებაში ჩაშვებამდე, რუსეთს ორი კი არა, ბევრად მეტი წელი დასჭირდეს.

არანაკლებ ფანტასტიკურად გამოჩნდა რუსული სახელმწიფო პიარის მტკიცება, რომ ახალი რუსული "შახმატი" აჯობებს ამერიკულ F-35-ს, არადა ამერიკელებმა სერიულად უკვე შვიდ ასეულამდე ასეთი მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავი ააფრინეს ცაში და მაშინ, როდესაც რუსული "შახმატი" ჰაერში პირველად აიჭრება, ამერიკული F-35-ების სერიული წარმოება შეიძლება საერთოდ დამთავრებული იყოს და პენტაგონი უკვე მეექვსე თაობის გამანადგურებლებით გადაიარაღებას იწყებდეს...

კრემლის "სამხედრო პიარის" ასეთი მასშტაბები გასაგებია, რადგან მათ "შახმატის" ექსპორტირების დაწყება სურთ იმ ქვეყნებში, რომლებსაც 80-100 მლნ დოლარად ღირებული ამერიკული F-35-ების შესყიდვა ფინასურად ძალიან უჭირთ.
რუსი ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ მათი "შახმატი", რომელიც ამერიკული F-35-ივით ერთძრავიანია, მხოლოდ 25-30 მლნ დოლარი თუ ეღირება და თავისი სიიაფით შეირაღების მსოფლიო ბაზარს დაიპყრობს...

მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავად შერაცხული რუსული "შახმატი" 30 მლნ-ზე მეტი არ ღირდეს, როდესაც მეოთხე თაობის ერთძრავიანი ამერიკული F-16-ებისა თუ შვედური "გრიპენის" თანამედროვე მოდიფიკაციები უკვე 50-60 მლნ დოლარად იყიდება?

რუს კონსტრუქტორებს ერთი გამოსავალი აქვთ-ორძრავიანი მეხუთე თაობის Су-57-ის მაქსიმალურად ბევრი დეტალი გამოიყენონ ერთძრავიან Су-75-ში(მფრინავის კაბინა ხომ ერთი და იგივეა), რათა მისი ფასი შეამცირონ, მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის შემდეგ თუ მართლაც დაიწყო რუსული "შახმატის" საექსპორტოდ სერიული წარმოება, მისი ფასი 50 მლნ დოლარს მაინც გასცდება.

სამხედრო ტექნიკით რუსულ სახელმწიფო პიარ-კამპანიებს ორი ძირითადი მიზანი აქვთ:

პირველი - შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე მოახდინონ ახალი რუსული სამხედრო ტექნიკის ექსპორტის გაზრდა.

მეორე - სავარაუდო მოწინააღმდეგეები და პირველ რიგში ნატო, დააშინონ რუსული სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
რეზო
31 ივლისი 2021 22:25
ვახტანგ69, ვინ გექაჩება ენაზე ამ სისულეებს რომ ლაპარაკობ?
დამკვირვებელი
31 ივლისი 2021 15:24
რუსებს სუ57 ყავს შეირაღებაში, 2 ცალი, აქედან ერთი ჩამოვარდა:-) მაგრამ 1 ცალი ყავთ, 2027 წლისთვის 75 ცალს გამოვუშვებთო ამბობენ მაგრამ ასე თუ გააგრძელეს 30 ცალსაც ვერ გამოუშვებენ.
ვახტანგი.69
31 ივლისი 2021 13:53
ზოგადად, პიარი მიღებულია მთელს მსოფლიოში, მათ შორის საავიაციო მრეწველობაშიც. ავტორს თითქოსდა სურს დააკნინოს დაანონსებული რუსული ტექნიკის ღირსება, მაგრამ არ გამოდის.
საავიაციო მრეწველობაში მიღებულია კონკურენტის მიღწევების გამოყენება სათავისოდ. ნათელი მაგალითია ჩინეთი, რომელსაც შეუძლია სხვა ქვეყნის, ძირითადად რუსული საფრენი აპარატების 100%-ანი კოპირება და სერიული წარმოება.
ნაწილობრივ ასე მოიქცა აშშ, როდესაც F-35 -ის კუდა ნაწილის პროექტირებისას გამოიყენა რუსული, იაკოვლევის ფირმის ვერტიკლურად ამფრენი/დამფრენი თვითმფრინავის კუდა ნაწილი, კერძოდ ჰორიზონტალური ფრთა ასხმულობა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები