"კობრას" შეცდომამ კინაღამ ახალი ომი გააჩაღა სამხრეთ კავკასიაში...
"კობრას" შეცდომამ კინაღამ ახალი ომი გააჩაღა სამხრეთ კავკასიაში...
ფოტო:ირანული "სუპერკობრის" "მეგობრულ ცეცხლს" სამი ირანელი სამხედრო შეეწირა
სანამ ქართველი საზოგადოება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე მარჩიელობდა და არჩევნებისთვის ემზადებოდა, ყურისძირში, აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე კინაღამ დიდი ომი დაიწყო, რისი კატალიზატორი შეიძლება ერთ-ორი ადამიანის შეცდომა გამხდარიყო...
ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის საზღვრის სიახლოვეს წამოიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება ჯავშანტექნიკის, არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით.

სწავლების ერთ-ერთ ფაზაზე, ღამით ირანის "სუპერკობრას" ტიპის დამრტყმელმა შვეულმფრენმა საცეცხლე შეტევა განახორციელა პირობითი მოწინააღმდეგის პოზიციაზე, მაგრამ როგორც მალევე აღმოჩნდა, "პირობითი მოწინააღმდეგის" პოზიცია რეალობაში ირანელი სამხედროების აღმოჩნდა და "მეგობრული ცეცხლის" შედეგად სამი
ირანელი სამხედრო დაიღუპა.

ირანის სამხედრო ხელმძღვანელობამ თავდაპირველად ჩათვალა, რომ ღამით დარტყმა აზერბაიჯანის დრონმა განახორციელა და უკვე მოემზადა საზღვრის მეორე მხარეს თავმოყრილი აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებისთვის ცეცხლის გასახსნელად, როდესაც გაირკვა, რომ ირანელები მათივე "სუპერკობრას" ორკაციანი ეკიპაჟის შემთხვევას უმსხვერპლია.

ეტყობა, ირანის არმიას მართვის სქემებში გარკვეული პრობლემები აქვს, რადგან
"კობრას" ინციდენტიდან მეორე დღესვე კიდევ უფრო დიდი ტრაგედია დატრიალდა, სავარაუდოდ, ისევ "მეგობრული ცეცხლის" გამო - ირანელი არტილერისტების მიერ გასროლილი ჭურვი ირანის არმიის კუთვნილ "კრაზის" გამწევს მოხვდა (სწორედ ასეთ უკრაინულ "კრაზებს" იყენებენ ქართველი არტილერისტებიც ქვემეხებისა და ჰაუბიცების ბუქსირებისათვის) და ექვსი ირანელი სამხედროს სიცოცხლე შეიწირა.
ექვსი ირანელი სამხედრო დაიღუპა 'კრაზის' შეცდომით დაბომბვის შედეგად
დაძაბულობა ირან-აზერბაიჯანის საზღვრის ნახიჩევანის მონაკვეთზე კვლავ გრძელდება - ირანის ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებების საპირისპიროდ, აზერბაიჯანი და თურქეთი ნახიჩევანში თავის სამხედრო მანევრებს იწყებენ, რაც სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს.
ამას ემატება ირანის მასმედიით ფართოდ გავრცელებული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ირანის არმია ოფიციალური ერევნის მიწვევით შეიძლება სომხეთის ტერიტორიაზეც შევიდეს და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზეც კი ჩადგეს...

ფაქტია, რომ თეირანს ძალიან აღიზიანებს აზერბაიჯან-თურქეთის გავლენის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის ბოლო ომში სომხეთის წაგების შემდეგ, რასაც ემატება აზერბაიჯან-ისრაელის მზარდი სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობაც.

ამასობაში კი, თბილისში დაიწყო საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება "Eternity – 2021", რომლის მთავარი მიზანია რეგიონში არსებული ეკონომიკური პროექტების, მათ შორის - მილსადენებისა და რკინიგზის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდების დახვეწა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

გ 55
05 ოქტომბერი 2021 09:15
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სტატიასი, ბოლო წინადადებაა -საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ერთობლივი სწავლება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები