უკვე გვიანია, ის ხომ მიგეწება.. - კვირის პალიტრა

უკვე გვიანია, ის ხომ მიგეწება..

დედამიწაზე ერთი მატარებელი მიგუგუნებს და ითრევს ყველაფერს.. აჰყავს მგზავრები... ზოგი ჩემოდნის შეგდებას ასწრებს მხოლოდ...… მატარებელთან ერთად ვითარდება დრო, ადამიანები, ტექნიკა, ხელოვნება, მაგალითად კინო... სპეცეფექტებითა და 3დ გამოსახულებით. თეატრში კი უფრო და უფრო ნაკლები ხალხი დადის...

არადა, თეატრი თბილისის განუყოფელი ნაწილია. მეც ძალიან მიყვარს. თუმცა ხშირად არ დავდივარ, უფრო სწორად ვერ დავდივარ. ამას წინათ ერთ ძველი სპექტაკლი ვნახე, ისიც კომპიუტერში. "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" - ასეთი შედევრები უკვდავია, და დროის მიუხედავად ჩვენს ყოფაზე ჩაგაფიქრებს.. მაშინაც აფიქრებდა ხალხს, ახლაც... და დარწუნებული ვარ, 100 წლის მერეც დააფიქრებს..

“როდის ხდება ეს, როდის? ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ თავში ხორცს რომ აღმოაჩენ... როდის ვხვდებით პირუტყვები.. როდის? მილიონობით ნიღაბს ვიზომავთ, ბოლოს ყველაზე ყალბს, ყველაზე უხეშს, ყველაზე მახინჯს ამოვირჩევთ და ისე გეწეპება ეს ოხერი, რომ კანიანად გინდა აიდღლიზო სახიდან. მაგრამ ვაი, რომ აღარ შეგწევს ამისი ძალა და ღონე. რატომ, რისთვის? ადამიანს, ხომ სინაზის, სიყვარულის უდიდესი მარაგი აქვს დაბუდებული მკერდში. სად მოვახერხეთ ამისი ჩატკეპნა?  რომელ სარდაფებში გამოვაწმყვდიეთ ღმერთო!”

ასეთი პრობლემები ჩვენც გვაწუხებს.. დღეს ადამიანთა უმეტესობა ნიღბებს ატარებს.. როგორ ვხდებით ასეთები? საიდან ამდენი ბოროტი, ამდენი აგრესია ჩვენში? სად წავიღეთ ჩვენი ადამიანური ბუნება.. თუნდაც შიშის გრძნობა.. ისიც ხომ ადამიანის ღრმა, განუყოფელი ნაწილია, რომელიც ჩვენს ადამიანურობაზე მიუთითებს..

დღეს შენს თვალებში ვერაფერი ადამიანური ვერ ამოვიკითხე.. თუმცა თვალები სად გქონდა, შენ ხომ სახეზე რაღაც ჩამოგიფარებია და არავის ახედებ სულში... უკვე გვიანია, ის ხომ მიგეწება..

" რომელ სარდაფებში გამოამწყვდია, ღმერთო! "