აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი "თავისუფლებას" მიიღებენ
აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული  რადიო "თავისუფლება და თავისუფალი ევროპა", რომელიც მსოფლიოს 20 ქვეყანაში მაუწყებლობს, ა.წ. ნოემბრიდან თავის
სამაუწყებლო ბადეში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩართვას აპირებს. ერთსაათიანი, სპეციალური, ყოველდღიური პროგრამა რუსეთისა და საქართველოს რედაქციების ძალებით მომზადდება და ეთერში რუსულ ენაზე პრაღიდან გავა! ნავარაუდევია, რომ პროგრამის შექმნაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას შტატგარეშე ჟურნალისტები აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, საქართველოდან და რუსეთიდან. პროექტის მიზანია საქართველოში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შარშანდელი ომით გამოწვეული საინფორმაციო ვაკუუმის შევსება, რომელიც
დღითი დღე ღრმავდება სწორედ ინფორმაციის ნაკლებობის გამო.
კონფლიქტის ზონაში არაერთგვაროვნად აღიქვეს ეს ცნობა. თბილისი  მშვიდად შეხვდა ამ ამბავს. დამოუკიდებელი ქართველი ექსპერტის, დავით ავალიშვილის აზრით, მთავარი მაუწყებლობის დაწყება კი არ არის, არამედ ის, თუ რა სიხშირესა და ენაზე წარიმართება ის. ექსპერტის აზრით, აჯობებს, თუ მაუწყებლობა იქნება
აფხაზურ და ოსურ ენებზე და არა მოკლე ტალღებზე, არამედ FM-ის დიაპაზონზე. სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კაბისოვმა განაცხადა, რომ ცხინვალისთვის მთავარია მაუწყებლობა საქართველოს ტერიტორიიდან არ მოდიოდეს. "საქართველოს ტერიტორიიდან მაუწყებლობა სამხრეთ ოსეთის მიერ შეფასდება, როგორც სამხრეთ ოსეთის საეთერო სივრცის დარღვევა", - აღნიშნა მან.
სამხრეთ ოსეთი ეცნობა ახალი პროექტის არსს, აფხაზეთში კი მის განხორციელებაზე ზრუნავენ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბას თქმით, რადიო "თავისუფლების" ხელმძღვანელობამ რესპუბლიკის საგარეო უწყებას ოფიციალურად შესთავაზა აფხაზეთში რადიოსადგურის წარმომადგენლობის გახსნა. "მე დამარწმუნეს, რომ ეს პროექტი იქნება არა ქართული, არამედ სამხრეთკავკასიური და ამიტომ დავთანხმდი წარმომადგენლობის გახსნაზე".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები