საქართველოს ომმა ნატოს გაფართოება შეაჩერა - კვირის პალიტრა

საქართველოს ომმა ნატოს გაფართოება შეაჩერა

გასულ ორშაბათს ვლადიკავკასში, სამხედრო ბაზაში სამხედროებთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, - 2008 წელს რუსეთი რომ საქართველოში არ შეჭრილიყო ამბოხებული რეგიონის დასაცავად, ზოგიერთი საბჭოთა რესპუბლიკა უკვე ნატოს წევრი იქნებოდაო.

"ჩვენ რომ 2008 წელს შეუდრეკელნი არ ვყოფილიყავით, დღეს უკვე სხვა გეოპოლიტიკური განლაგება იქნებოდა და მთელი რიგი ქვეყნებისა, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს შეთრევას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, უკვე იქ იქნებოდნენ", - თქვა რფ-ის პრეზიდენტმა.

"ახლა თავი ავარიდეთ ნატოსთან პირდაპირ კონკურენციას, მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ სხვადასხვანაირი ხედვა გვაქვს უსაფრთხოების სფეროში არსებული მთელი რიგ საკითხების გადაწყვეტაზე", - აღნიშნა მედვედევმა.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო ფარი მსოფლიოში ახალ შეიარაღებას გამოიწვევს.

"როიტერსი", დიდი ბრიტანეთი