...და სხვა PR ცხოველები - კვირის პალიტრა

...და სხვა PR ცხოველები

საქართველოში ცხოვრება დუღს: ექსცენტრიკულ მილიარდერს სურს, ქვეყანა თავგადასავლების მოყვარულ პრეზიდენტს ხელიდან გამოჰგლიჯოს, ის კი ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენებას გეგმავს, ერთ-ერთი ტელევიზიის ერთ-ერთი მმართველი საკუთარ ტელევიზიას ჩაუხტა და არხი ეთერიდან თითქმის გამორთო;ამავე დროს კი პარლამენტში პარლამენტარები  პარლამენტის 40 ადგილით გაზრდის გამო ერთმანეთს დაერივნენ...

სეზონის მთავარი მოვლენა მაინც მაგნატ ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ორთაბრძოლაა. მილიარდერი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ საკმარისი არ არის "ტაქსის მძღოლების კერპობა" თუ "პოლიტიკური ბალანსის სასურველი აგენტობა". ამიტომ მან ვაშინგტონელი ლობისტები დაიქირავა. ორგანიზაცია BGR Government Affairs-ი ივანიშვილს დაეხმარება აშშ-ის პოლიტიკური და მედიაწრეების კეთილგანწყობის მოპოვებაში, რათა კონკურენცია გაუწიოს სააკაშვილს.

სავარაუდოდ, BGR Government Affairs-ის დაქირავების იდეა ივანიშვილს მისმა ახალმა პოლიტიკურმა მოკავშირემ, ირაკლი ალასანიამ მიაწოდა. ამერიკელი სამთავრობო და მედიამოხელეების ნებისმიერი მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს პროდასავლურ საქართველოში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთავრობა მილიარდერს პრორუსს უწოდებს და ამის მტკიცებულებად მისი რუსული ბიზნესები და გაზპრომში მისი წილი მოჰყავს.

როგორც ჩანს, ამ აზრს ძალიან თავდაჯერებული ზებრაც  იზიარებს: ორმა მხარემ ერთმანეთს Pღ დაშნები მოუქნია და ინტერნეტში გამოჩნდა კიდეც პატარა ანიმაციური ვიდეო, სადაც ცნობისმოყვარე ჟირაფი და ყოვლისმცოდნე ზებრა ივანიშვილის ზოოპარკის ბინადრებს განასახიერებენ და რუსულ-ინგლისურ ენებზე მოუთხრობენ ყველას, თუ, სავარაუდოდ, რა მიზანი აქვს მილიარდერს.

ჟირაფის მსგავსი შეცბუნება ივანიშვილთან დაკავშირებით, შესაძლოა ბევრს აქვს, მაგრამ ზებრასეული შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც ბიზნესმენი რუსეთში "კაპიტალის დიდი ნაწილის" დაკარგვის შიშით, იძულებული გახდა, უარი ეთქვა "თავის ამაღელვებელ და უდარდელ ცხოვრებაზე" და შემოსულიყო ქართულ "პოლიტიკაში", აშკარად პროსააკაშვილისეულ პოზიციას აღწერს. უპასუხებს კი ივანიშვილის გუნდი ასეთივე ანიმაციური ვიდეოთი, რომელშიც განმარტავს საკუთარ თვალთახედვას იმაზე, თუ რა ხდება "ქართულ პოლიტიკაში"? ყურადღებით ვიყოთ!!! შესაძლოა, წინ ანიმაციური ფილმების ფესტივალი გველის!

"ევრაზიანეტი", აშშ