გაიხსნება საზღვარი?! - კვირის პალიტრა

გაიხსნება საზღვარი?!

"აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ძალისხმევით თურქეთმა და სომხეთმა გადადგეს ნაბიჯი დასაახლოებლად - ხელი მოაწერეს შეთანხმებას საზღვრის

გახსნისა და დიპლომატიური ურთიერთობის ნორმალიზაციისათვის", - ნათქვამია თჰე ჭასჰინგტონ პოსტ-ის სარედაქციო სტატიაში. "სახელმწიფო მდივნის პოსტზე კლინტონმა უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია ჩიხიდან გამოსასვლელი გზის მოძებნა და აშშ-ის საკეთილდღეოდ შედეგების მიღწევა" - აღნიშნავს თჰე ჭასჰინგტონ პოსტ-ი.

აშშ-ის აზრით, თურქეთისა და სომხეთის დაახლოება ხელს შეუწყობს კავკასიაში მშვიდობის დამყარებას, ახალი დერეფნების გახსნას დასავლეთში ნავთობისა და გაზის ექსპორტირებისათვის, შეზღუდავს რუსეთის ბატონობას სომხეთში და აღმოფხვრის ვაშინგტონსა და ანკარას შორის კამათის საბაბს, მაგრამ სომხების გენოციდის საკითხი და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო გადაუჭრელი კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის შეთანხმების აღსრულების მთავარ მიზეზად მაინც რჩება. თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი მთავრობა შეთანხმებას გზას მისცემს, თუ სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიიდან თავისი ჯარის ნაწილს მაინც გაიყვანს.

სახელმწიფო მდივანს, ქალბატონ კლინტონს კვლავ დიდი ძალისხმევა და მოქნილი დიპლომატია დასჭირდება სასურველი შედეგის მისაღწევად.