საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცენფცია - კვირის პალიტრა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცენფცია

თურქეთი საქართველოს "მთავარი რეგიონული პარტნიორია", ხოლო აზერბაიჯანი მისი "სტრატეგიული პარტნიორი". ამას ადასტურებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია, რომლის მიზანიც თბილისისთვის უსაფრთხოების მთავარი რეგიონული და საერთაშორისო გამოწვევების წარმოჩენა და ანალიზია.

ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 23 დეკემბერს მიიღო, შესწორებაა 2005 წელს მიღებული დოკუმენტისა. ის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია მთავრობისთვის რეგიონულ და საერთაშორისო სტრატეგიაში, ასევე არის პლატფორმა უსაფრთხოების იმ საკითხებზე სადისკუსიოდ, რომლის წინაშეც თბილისი ბოლო დროს აღმოჩნდა.

მთავარი ცვლილება უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში  ის არის, რომ რუსეთი მოიხსენიება, როგორც ოკუპანტი და ხაზგასმულია, რომ მოსკოვის მთავარი მიზანია, საქართველო არშემდგარ სახელმწიფოდ“აქციოს, ჩამოაშოროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და ძალით დააბრუნოს რუსულ ორბიტაზე. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ტერორიზმის საფრთხეა; ახალ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „რუსეთი [სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს იყენებს] ტერორისტების მომზადებისა და ჩანერგვისთვის, რათა საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტები განახორციელოს.

საქართველო ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზებას მხოლოდ მაშინ განიხილავს, როდესაც რუსეთი არმიას გაიყვანს. მაგრამ რუსეთის ოკუპანტად დახასიათებას მოსკოვმა შეიძლება უპასუხოს - საქართველოს მთავრობა ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მზად არ არის და თბილისი საკუთარი შეცდომების უფრო ძლიერი მეზობლისთვის დაბრალებას ცდილობსო. დოკუმენტი მკაფიოდ მიანიშნებს, რომ მტერი უცხოეთშია. ეს საკითხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახდება მოახლოებული საპარლამენტო და გაისად დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე.

მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის ფარგლებში თბილისი განაგრძობს აზერბაიჯანის პარტნიორად, ხოლო სომხეთის ახლო პარტნიორად განხილვას. კონცეფციაში ნათქვამია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი რეგიონის ყველა ქვეყნის სტაბილურობას ემუქრება. საინტერესოა, რომ რეგიონული მედია ამ თეზისებს, როგორც ახალს, ისე წარმოაჩენს, მაგრამ უფრო დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს განცხადებები 2005 წლის თეზისების გამეორებაა.

რუსეთთან დაკავშირებული სტრატეგიის გარდა, ახალი კონცეფცია პრაგმატული და რეალისტური მიდგომაა ევროკავშირთან ურთიერთობებში, რომელიც უნდა წარიმართოს „"თანდათანობითი ინტეგრაციის" ფარგლებში. ნატოს წევრობა უსაფრთხოების ახალი კონცეფციის პირველხარისხოვანი ამოცანაა; ახალი კონცეფციის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს პარლამენტმა ხმა მისცა პრეზიდენტ სააკაშვილის პროექტს ავღანეთში,  IშAF -ის ფარგლებში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას, რაც ალიანსისადმი ერთგულების და მხარდაჭერის ჟესტად განიხილება. დღევანდელი მთავრობა დაინტერესებულია, ნატოს გააგებინოს, რომ ისინი მოუთმენლად ელიან  2012 წლის მაისში ნატოს ჩიკაგოს სამიტის შედეგებს და იმედოვნებენ, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება.

საქართველო უნიკალურია კავკასიაში იმით, რომ ალიანსების შექმნის სურვილი და ნატოში გაწევრებისკენ მისწრაფება ასახავს ძლიერი სამხედრო მოკავშირის არარსებობას; გაიხსენეთ სომხეთი, რომელსაც რუსეთი ჰყავს, აზერბაიჯანი, რომელსაც თურქეთი უდგას გვერდით. პირველ რიგში, ეს მოხდა ისტორიული ან კულტურული კავშირების არარსებობის გამო რომელიმე დიდ პარტნიორთან, რომელსაც, რომ ეარსება, აღორძინდებოდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1991 წელს. მეორეც, სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც საკუთარი მოკავშირეები გეოგრაფიული სიახლოვის, ასევე ისტორიული და კულტურული კავშირების საფუძველზე შეარჩიეს, მაშინ როდესაც საქართველო  დასავლელ პარტნიორებს გეოგრაფიულად დაშორებულია. ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ნატოს სრულყოფილი წევრობა შეაჩერებდა რუსეთს 2008 წელს სამხრეთ ოსეთში ინტერვენციისგან. თუმცა, სხვების აზრით, სწორედ ნატოში გაწევრების მცდელობა გახდა საქართველოზე რუსეთის თავდასხმის მიზეზი.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა ვერ შეცვალა ის ფაქტი, რომ თბილისის სამხედრო თანამშრომლობას ნატოსთან კვლავ სპეციალური წევრობის კანდიდატის“სტატუსი  და საქართველოს კვლავ სრულფასოვანი წევრობის იმედი აქვს.

ახალი კონცეფციის მთავარი სხვაობები და გამოწვევები რუსეთთან ურთიერთობის განსაზღვრა და ევროკავშირთან თანდათანობითი ინტეგრაციის გზით ევროპისკენ ორიენტაციაა. მეტიც, მთავრობას სურს, ბალანსის პრაგმატული იდეის შერწყმა მის საგარეო პოლიტიკაში უწყვეტ სტრატეგიასთან; დოკუმენტი ცხადყოფს, რომ მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა. ადრე მას იდეოლოგია ამოძრავებდა, ახლა, როგორც ჩანს, ის რეალპოლიტიკითაა დაკავებული. მთავრობის გაურკვევლობამ "არაბული გაზაფხულის" დროს ცხადყო, რომ საქართველო, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ფერად რევოლუციებს უჭერდა მხარს, დღეს ძალიან შორს დგას იმისგან, რომ იდეოლოგიაზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა აწარმოოს და ურჩევნია, დაიცადოს მანამ, სანამ სიტუაცია გაირკვევა.

"თუდეიზ ზამანი", თურქეთი