ავღანეთში არჩევნები თავიდან ჩატარდება - კვირის პალიტრა

ავღანეთში არჩევნები თავიდან ჩატარდება

გაეროში ავღანეთის წარმომადგენლის საიდ თაიებ ჯავადის განცხადებით, ავღანეთში, ალბათ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც

მონაწილეობას მიიღებს ამჟამინდელი პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი და მისი მთავარი ოპონენტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი აბდულა აბდულა. მართალია, აგვისტოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით ჰამიდ ყარზაიმ გაიმარჯვა, მაგრამ გამოვლენილმა დარღვევებმა მეორე ტურის აუცილებლობა გამოიწვია. არჩევნებზე დამსწრე ევროკავშირის წარმომადგენლების ვარაუდით, ყარზაისთვის მიცემული ხმებიდან 1,1 მლნ-ზე მეტი საეჭვოა.