იტალიის პრემიერი ხელშეუხებელი აღარ იქნება - კვირის პალიტრა

იტალიის პრემიერი ხელშეუხებელი აღარ იქნება

იტალიის სასამართლომ უკანონოდ ცნო შესწორება პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის სასამართლო ხელშეკრულებაზე. ასე რომ, ბერლუსკონის რამდენიმე

სასამართლო პროცესი ელის. პასუხად პრემიერმა მემარცხენე ოპოზიცია "შეთქმულებაში" დაადანაშაულა და გადადგომაზე უარი განაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოულოდნელი ვერდიქტი, შესაძლოა, ბერლუსკონის ეპოქის დასასრულის დასაწყისი გახდეს. პრემიერ-მინისტრმა გაუთავებელი სკანდალებით თანაპარტიელებსაც კი მოაბეზრა თავი.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახლახან გაუქმებულ იმუნიტეტთან დაკავშირებით საკანონმდებლო შესწორება იტალიის პარლამენტმა 2003 წელს ბერლუსკონის მეორე კაბინეტის მმართველობის დროს მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ შესწორება სასამართლო იმუნიტეტის გარანტიას ანიჭებდა პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის ორივე პალატას, ცნობილი იყო, რომ ეს გაკეთდა საგანგებოდ ბერლუსკონისთვის, რომელიც მაშინაც საკორუფციო სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ სილვიო ბერლუსკონის უახლოეს ხანში რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად მოუწევს სასამართლო ბატალიები.

საინტერესოა, რომ აქამდე თემიდასთან ბრძოლიდან სილვიო ბერლუსკონი გამარჯვებული გამოდიოდა, - თავისი ადვოკატების წყალობით თვრამეტივე სასამართლო პროცესი მოიგო.

მაგრამ ახლა ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბერლუსკონი თავის საყვარელს, 18 წლის ლეტიციას, დაბადების დღეზე ეწვია, რასაც მოჰყვა ოჯახური სკანდალი - პრემიერ-მინისტრის მეუღლე ვერონიკამ განქორწინებაზე შეიტანა განცხადება. პრესამაც არ დააყოვნა და სკანდალური ფოტოები გამოაქვეყნა. ბერლუსკონის ვატიკანთანაც დაეძაბა ურთიერთობა.

იტალიის მთავარი პოლიტიკური ძალები, ჯერჯერობით, დაინტერესებული არ არიან სრულმასშტაბიანი პოლიტიკური კრიზისითა და კაბინეტის გადადგომით.