ობამასთვის გადარეულები - კვირის პალიტრა

ობამასთვის გადარეულები

ქართველი მეტოქეები, ბატონი პრეზიდენტი და ბატონი მილიარდერი, 30 იანვარს ვაშინგტონს გაემგზავრნენ. ერთი პირადად, მეორე - წერილის მეშვეობით. ორივენი ბარაქ ობამას წყალობის მისაღებად იბრძოდნენ.

სააკაშვილი პირისპირ შეხვდა ობამას. ივანიშვილი შეეცადა, ის პოლიტიკური მოგება შეესუსტებინა, რომელიც შეეძლო სააკაშვილს ოვალურ კაბინეტში შეხვედრისგან მიეღო. ღია წერილში, რომელიც "ვაშინგტონ პოსტსა" და "ნიუ-იორკ თაიმსში" დაიბეჭდა,  მილიარდერმა "ფორბსისსიელმა" ობამას სთხოვა, სააკაშვილი იძულებულყოს, რომ საქართველომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ღიად და კონკურენტუნარიან გარემოში ჩაატაროს. ამასობაში, სააკაშვილი თეთრი სახლის შეხვედრიდან კმაყოფილი გამოვიდა და BBC-ის განუცხადა, რომ შეხვედრამ ორი ქვეყნის ურთიერთობა "ახალ საფეხურზე აიყვანა". მან ობამას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ნატოში საბოლოო გაწევრების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმოწერის შესაძლებლობის მხარდაჭერას. თუმცა, აშკარაა, რომ ბრძოლა საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის ვაშინგტონშიც ისევე აქტიურად წარიმართება, როგორც თბილისში. სააკაშვილის ადმინისტრაციის წარმატების უდიდესი ნაწილი სწორედ ვაშინგტონში მოქნილი ლობირების და კავშირების წყალობაა. როგორც ჩანს, ივანიშვილიც აპირებს, ამ თვალსაზრისით სააკაშვილს მხარდამხარ გაჰყვეს. Foreign Policy-ს გამოცემამ, თჰე ჩაბლე-მა, 30 იანვარს განაცხადა, - ივანიშვილი ევროპასა და აშშ-ში ლობირებისთვის BGR Group-ს თვეში 25.000 დოლარს უხდისო. გარდა ამისა, არის ცნობები, რომ ის ცდილობს, მოიპოვოს კონტრაქტი გავლენიან ფირმა Patton Boggs-ისთანაც და Podesta Group-ის გადმობირებაც უნდა, არადა, Podesta Group-ი ამჟამად სააკაშვილის მთავრობის ლობირებას ახდენს.

თუმცა, საკითხავია, მაინც რამდენად აინტერესებს ვაშინგტონს, რა ხდება საქართველოში.

"როიტერსი", დიდი ბრიტანეთი