რუსეთის არმიაში სამხრეთ ოსეთის ბატალიონი იქმნება - კვირის პალიტრა

რუსეთის არმიაში სამხრეთ ოსეთის ბატალიონი იქმნება

სამხრეთ ოსეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაში, მალე ოსური ბატალიონი ჩამოყალიბდება, რომელიც, სახელმწიფო მოხელეების თქმით, ამ კვაზი-დამოუკიდებელ ქვეყანაში პროფესიონალი სამხედროების "სამჭედლოს" ფუნქციას შეასრულებს. თუმცა, იმავდროულად, შეიძლება მან ამ ტერიტორიის მყიფე სუვერენიტეტს დარტყმა მიაყენოს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, გალინა გუჩმაზოვას განცხადებით: "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ არმიაში მუშაობის გაგრძელება, გაუჩნდათ შესაძლებლობა, მიიღონ ახალი ცოდნა, აითვისონ სამხედრო დისციპლინები და ტექნიკა ისეთ დონეზე, როგორიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აქვს, - აღნიშნა გუჩმაზოვამ - ოსური ბატალიონი რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პროფესიონალი სამხედრო კადრების სამჭედლო გახდება".

საკითხავია, რას ნიშნავს "არმიაში სამსახურის გაგრძელების“მსურველები?" თავად სამხრეთ ოსეთის თავდაცვის ძალები უნდა დაიშალოს?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ცნობას ოპერატიულად გამოეხმაურა, დაუკავშირა რა ბატალიონის შექმნა ტერიტორიის საერთო მილიტარიზაციას და რუსეთის სამხედრო საფრთხეს: "რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას, ტერიტორიაზე შეჰყავს უახლესი შეტევითი შეიარაღება და განაგრძობს სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ფაქტობრივად გადაკეთდა დიდ სამხედრო ბაზებად, ხოლო იქ დარჩენილი მოსახლეობა ან რუსეთის სამხედრო ბაზებს ემსახურება, ან დასაქმებულია რუსეთის საოკუპაციო დანაყოფებში, რისი მაგალითიც არის ზემოხსენებული ე.წ. ოსური ბატალიონის შექმნა".“მაგრამ ბატალიონის შექმნა, როგორც ჩანს, დიდ საფრთხეს არა საქართველოს, არამედ სამხრეთ ოსეთის ხალხს უქმნის, რომელსაც არ სურს რუსეთის კონტროლის ქვეშ ყოფნა. ეს გადაწყვეტილება, სულ რაღაც რამდენიმე დღეში გამოცხადდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ექსკანდიდატ ალა ჯიოევას, მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური ამბიციების გამო, თავს დაესხნენ (რის შესახებაც მოსკოვი, როგორც ჩანს, ინფორმირებული იყო). ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ცხინვალი სუვერენიტეტის ბოლო ნაწილაკებსაც კარგავს, და რუსეთის მხრიდან სულ უფრო მკაფიოდ გამოკვეთილი კონტროლი ყალიბდება.

"როიტერსი", დიდი ბრიტანეთი