მოსალოდნელი საშიშროება - კვირის პალიტრა

მოსალოდნელი საშიშროება

დაძაბულობა ირანსა და დასავლეთს შორის კავკასიაზეც ვრცელდება. ამას წინათ, თითქმის ერთდროულად, ანტიისრაელური ტერორისტული აქტები მოხდა საქართველოსა და აზერბაიჯანში. ისრაელი ირანს ადებს ხელს, ირანი კი ისრაელს.პარალელურად თეირანმა ბაქო დაადანაშაულა, რომ ის დაეხმარა ისრაელის უშიშროების ძალებს ირანელი მეცნიერის, როშანის მკვლელობაში. აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი ირანული ქსელი ამხილა, რომელიც ქვეყანაში უცხოელების“დახოცვას გეგმავდა და წუხილი გამოთქვა ქვეყანაში ირანის აჩრდილის გაძლიერების გამო. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს დაახლოება ირანთან ცოტა უცნაური იყო, იმის გათვალისწინებით რომ საქართველო იმავდროულად ნატოს ყველაზე ენთუზიასტი ასპირანტი-ქვეყანაა პლანეტაზე. თბილისი ათასობით ჯარისკაცს გზავნის ამერიკულ მისიებში ერაყსა და ავღანეთში და საჯაროდ სთავაზობს დასავლეთს საკუთარ ტერიტორიას ევროპული ანტისარაკეტო ფარის განსათავსებლად, მაგრამ მისი მოხელეები ასევე ელოლიავებიან ირანელ ტურისტებს და ინვესტორებს.

დაძაბულობა რაც უფრო გაჭიანურდება, მით უარესია სომხეთის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის - ირანი ამ ქვეყნის წამყვანი ინვესტორია. სომხეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სომხეთმა ირანში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგზავნა თეირანთან ურთიერთობის განმტკიცებისთვის,“მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. იმავდროულად, როგორც საქართველომ, ასევე აზერბაიჯანმა მაღალი დონის შეხვედრები გამართეს ისრაელის, ამერიკის და ნატოს ხელმძღვანელებთან.

ქართულ მედიაში ამაზე ცოტას ლაპარაკობენ, მაგრამ ამ მყიფე რეგიონზე მცირე დარტყმები უკვე ხორციელდება და შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ სად გაჩნდება პირველი ბზარი.

"ფასტერ ტაიმსი", აშშ