გერმანიას კოალიციური მთავრობა ეყოლება - კვირის პალიტრა

გერმანიას კოალიციური მთავრობა ეყოლება

ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ბლოკმა, რომელსაც გფრ-ის კანცლერი ანგელა მერკელი ხელმძღვანელობს, დადო

ხელშეკრულება თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან (ლიდერი გიდო ვესტერველე) კოალიციის შესაქმნელად. მერკელის ბლოკმა და ვესტერველეს პარტიამ შეთანხმებას მიაღწიეს მთავარ საკითხში - 2011-2013 წლებში გადასახადები 24 მლრდ ევროთი შემცირდება, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ამას გეგმავდა კანცლერი მერკელი, მაგრამ იმაზე ნაკლები, რისი იმედიც ვესტერველეს ჰქონდა.

ჯერჯერობით, კოალიციური მთავრობის სრული შემადგენლობა ცნობილი არ არის, თუმცა ის კი ცნობილია, რომ გიდო ვესტერველე მიიღებს საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელს, მერკელის ბლოკის წარმომადგენელი ვოლფგანგ შოიბლე ფინანსთა მინისტრი გახდება, გფრ-ის თავდაცვის მინისტრი კი თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი რაინერ ბრიუდერლე იქნება.