ბუნდესვერის ყოფნას კანონიერად მიიჩნევს - კვირის პალიტრა

ბუნდესვერის ყოფნას კანონიერად მიიჩნევს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ კანონიერად ცნო გერმანიის ჯარის ყოფნა კოსოვოში. ამით სასამართლომ ბუნდესტაგის

"მემარცხენე" პარტიის ფრაქციის წამომადგენლების საჩივარი უარყო. მემარცხენეების საჩივარში ნათქვამი იყო, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და კოსოვოში ბუნდესვერის ყოფნის აუცილებლობა სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში თავიდან უნდა განიხილოს პარლამენტმა. სასამართლომ დაადგინა, რომ კოსოვოს ცალმხრივი აღიარება არ იძლევა მტკიცე საფუძველს ბუნდესვერის სამხედრო მისიის შესაწყვეტად.

ბუნდესვერის ქვედანაყოფი, 2000-ზე მეტი სამხედროს შემადგენლობით, უკვე ათი წელია კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში იმყოფება.