უკრაინა "ნატოს ბრძენთ" უხმობს - კვირის პალიტრა

უკრაინა "ნატოს ბრძენთ" უხმობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ სექტემბერში, ნიუ-იორკში ყოფნისას, უკრაინაში მიიწვია აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი,

რომელიც ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციის შემქმნელ "ბრძენთა ჯგუფს" ხელმძღვანელობს. ქალბატონმა ოლბრაიტმა სიამოვნებით მიიღო მიწვევა, თუმცა უკრაინაში თავისი ვიზიტის თარიღი არ დაუზუსტებია.

პოლონეთში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კ. ელისეევი შეხვდა "ბრძენთა ჯგუფის" ერთ-ერთ წევრს, პოლონეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ადამ როტფელდს, რომელიც დაჰპირდა, რომ გაითვალისწინებს კიევის წინადადებას ნატოს ახალი კონცეფციის შემუშავებასთან დაკავშირებით.

12 ექსპერტისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელსაც არაოფიციალურად "ბრძენთ" უწოდებენ, ალიანსის კონცეფციაზე მუშაობა სექტემბერში დაიწყო. ჯგუფის ხელმძღვანელ მადლენ ოლბრაიტის მოადგილეა ღოყალ Dუტცჰ შჰელლ-ის ყოფილი გენდირექტორი იერუნ ვან დერ ვეერი. მოქმედი კონცეფცია ნატომ 1999 წელს მიიღო. ნატოს თავკაცის, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, აუცილებელია ახალი სტრატეგიის დამუშავება, რადგან როგორც მსოფლიო, ასევე ალიანსიც ძალიან შეცვლილია. სავარაუდოდ, ნატოს რეფორმირების პროექტს წარადგენენ ალიანსის სამიტზე 2010 წლის დამლევს.