თბილისი დიპლომატიურ ბეწვის ხიდზე გადის - კვირის პალიტრა

თბილისი დიპლომატიურ ბეწვის ხიდზე გადის

აშშ-ის უდავო მოკავშირე ამიერკავკასიაში, საქართველო, ამერიკულ შეხედულებებს ფაქტობრივად ყველა საგარეო-პოლიტიკურ საკითხში ეთანხმება, გარდა ერთისა - ირანისა.

თბილისს არ სურს რეგიონში ამ პოტენციურ კონფლიქტში ჩაბმა და ცდილობს, თეირანთან ურთიერთობებში მეტისმეტად პრობლემურ თემებს გვერდი აუაროს, თან, იმავდროულად, შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ვაშინგტონთან.

ირანის საიდუმლო ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული იარაღის ჟღარუნი საქართველოს ძალიან ძაბავს. თუკი აშშ, ევროკავშირი ან ისრაელი შეეცდებიან პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტას, თბილისი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, შეიძლება იოლად იქნას ჩათრეული ამ კონფლიქტში.

იმისთვის, რომ მინიმუმამდე შეამციროს დარტყმის ტალღა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში, თბილისი ირანსაც ეფერება და თანაც ცდილობს, კომფორტულად შეაფაროს თავი აშშ-ის კალთას.

შარშან ბევრი გააოცა საქართველოს მიერ ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებამ, თეირანთან სავაჭრო და ტურისტული კავშირების გაფართოებასთან დაკავშირებულ საუბრებთან ერთად. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2012 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოს ირანის თითქმის 13600 მცხოვრები ეწვია, რაც 91%-ით აჭარბებს იმავე პერიოდის შარშანდელ მონაცემებს.

კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებული ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევრის აზრით, რომელიც კავკასიის პრობლემებზე მუშაობს, საქართველოს კავშირებს ირანთან ვაშინგტონისთვის ამ ეტაპზე "ძალიან დიდი მნიშვნელობა“არ აქვს, მაგრამ ყველაფერი„შეიძლება შეიცვალოს, თუკი ირანთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესდება".

"ევრაზიანეტი", აშშ