ნახევრად სუვერენული არჩევნები - კვირის პალიტრა

ნახევრად სუვერენული არჩევნები

აფხაზეთში ვინც უნდა აირჩიონ პრეზიდენტად, ყველას მოუწევს რუსეთსა და დამოუკიდებლობას შორის კომპრომისის მოძებნა.

არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს. ახლანდელი აფხაზეთის ჯგუფური პორტრეტი ასეთია: სერგეი ბაღაფში, რაულ ხაჯიმბა და ოლიგარქი ბესლან ბუთბა.

ბუთბა აფხაზური მასშტაბის ოლიგარქი არ არის. მან კაპიტალი მოსკოვში იშოვა, აფხაზეთში კი, ქონებასთან ერთად, პოპულარული გაზეთიც და რეიტინგული ტელეარხიც აქვს.

აფხაზეთში კითხვა, რუსულ ორიენტაციასთან დაკავშირებით, თითქმის ცუდ ტონად ითვლება. ლაპარაკი არ არის მოწოდებაზე, "საუკუნოდ რუსეთთან ერთად", ისევე, როგორც სხვა მსგავს ლოზუნგებზე. სამი კანდიდატიდან არც ერთი პრომოსკოვური არ არის და არც შეიძლება იყოს. ბაღაფში მოსკოვის ერთგულების იძულებითი დამცველია, ხაჯიმბა ფხიზლად ადევნებს თვალყურს, რომ ამ ერთგულების იდეალები დამოუკიდებლობის იდეალებს არ დაუპირისპირდეს. ბუთბა კი, როგორც მესამე ძალისთვის არის დამახასიათებელი, თავის ნიშას ეძებს, მაგრამ მასაც რუსეთსა და სუვერენიტეტს შორის მიუღწეველი კომპრომისის ზონაში მოუწევს ამ ნიშის პოვნა. მაგრამ, ჯერჯერობით, ამ ნიშის პატრონი მოქმედი პრეზიდენტია, რომლის ხელში რუსეთმა ქვეყანა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და ამ არჩევნებში არც მოსკოვს და არც ბაღაფშს არაფრის უნდა ეშინოდეს: ადმინისტრაციული რესურსის ნაკლოვანება სრულად კომპენსირდება სასარგებლო ინერციის რესურსით. მაგრამ არჩევნების შემდეგ, გამარჯვებულს, ბაღაფშიც რომ იყოს, მოუწევს ამ მერყევ კომპრომისში გარკვევა.