მანუელ სელაიას პრეზიდენტად აბრუნებენ - კვირის პალიტრა

მანუელ სელაიას პრეზიდენტად აბრუნებენ

ჰონდურასის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტო მიჩელეტიმ განაცხადა, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას ქვეყნის დამხობილი პრეზიდენტის,

მანუელ სელაიას კვლავ გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით. "ეს შეთანხმება აღმოფხვრის ოთხთვიან კრიზისს", - აღნიშნა რ. მიჩელეტიმ.

შეთანხმების თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას კისრულობენ, რომ აღადგენენ დამხობილ პრეზიდენტს, დაეხმარებიან კოალიციური მთავრობის შექმნაში, 22 ნოემბერს კი აირჩევენ სახელმწიფოს ახალ მეთაურს. ჰონდურასის პოლიტიკურ ძალთა მიერ მიღებული შეთანხმება უნდა დაამტკიცოს კონგრესმა.

ჰონდურასში პოლიტიკური დაპირისპირება 2009 წლის ივნისში გამწვავდა, როცა ქვეყანაში ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. დაპატიმრებული პრეზიდენტი სამხედროებმა კოსტა-რიკაში გაამგზავრეს. მისი ადგილი კონგრესის სპიკერმა რობერტო მიჩელეტიმ დაიკავა. ახლა ქვეყანა ახლის არჩევამდე იბრუნებს დამხობილ პრეზიდენტს.