"შემდეგი არჩევნები გარდამტეხია" - კვირის პალიტრა

"შემდეგი არჩევნები გარდამტეხია"

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის კანონმდებლები ოქტომბრის და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის "გარდამტეხს" უწოდებენ.კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანმა კონგრესმენმა, დემოკრატმა ჰოვარდ ბერმანმა (კალიფორნია) განაცხადა, რომ ის "შეწუხებულია ძალისხმევით, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ცნობილ პოლიტიკურ ოპონენტს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაში ხელი შეეშალოს" - ბერმანი მილიარდერ ოპოზიციონერ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდა. ბერმანმა დაგმო ასევე "ცნობები ადგილობრივი ოპოზიციონერი ლიდერების დაშინების, მათ შორის მათთვის მედიაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შესახებ". აღნიშნული განცხადებები 5 ივნისს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტს მოჰყვა, რომლის მიზანიც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის "ძალაუფლების დემოკრატიულ გადაცემაში" დარწმუნება იყო.

კონგრესმა ასევე დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი ნატოსკენ მისწრაფების და დღემდე ჩატარებული დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას.

"რადიო თავისუფლება", აშშ