კლინტონი სამართლიანი არჩევნებისკენ მოუწოდებს - კვირის პალიტრა

კლინტონი სამართლიანი არჩევნებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. ბათუმში სტუმრობისას მან თქვა, აშშ იმედოვნებს, რომ სააკაშვილის ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ დემოკრატია უფრო განმტკიცდება. ქალბატონმა კლინტონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებსა და ანტიკორუფციულ ძალისხმევას, მაგრამ აშშ-ის ოფიციალურ პირებს მაინც აშინებთ სააკაშვილის დომინირება, რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს "ვარდების რევოლუციის" შემდეგ. ეს დომინირება აძნელებს სხვა ლიდერების ასპარეზზე გამოსვლას.

"ვარდების რევოლუციით" თქვენ შეცვალეთ ისტორია, მაგრამ უფრო რთული და მნიშვნელოვანი სამუშაო წინ გელით, - იმ ჩვევის და პრაქტიკის გამომუშავება, რომლის წყალობით დემოკრატია მომავალშიც შენარჩუნდება",“- განაცხადა კლინტონმა. მან ილაპარაკა შრომით უფლებებზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მედიის თავისუფლებაზე, - მე მოვუწოდებ ქართველ ლიდერებს კონკურენტული კამპანიის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისკენ, არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ აქედანვე.

ვაშინგტონელ მაღალჩინოსნებს აშფოთებს ის, რომ 44 წლის სააკაშვილმა შეიძლება მიჰბაძოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და ძალაუფლების შესანარჩუნებლად პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ.

სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარმა ჩინოსანმა უარი განაცხადა სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ თქვა, რომ აშშ-მა არაერთხელ უთხრა ხაზგასმით ქართველ პოლიტიკოსებს -„"შემდეგი გადაცემა ჭეშმარიტი უნდა იყოს".

კლინტონი იმ რამდენიმე პარტიის ლიდერს შეხვდა, რომლებსაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში წარმატების იმედი აქვთ. მაგრამ ივანიშვილმა, სააკაშვილის სასტიკმა კრიტიკოსმა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში საბანკო და საბითუმო ბიზნესში დააგროვა, უარი თქვა შეერთებოდა ამ ჯგუფს, ადანაშაულებს რა ორი პარტიის ლიდერებს იმაში, რომ ისინი ფსევდოოპოზიციის ნაწილს წარმოადგენენ და საქართველოს ლიდერის მოკავშირეები არიან. ის იმედოვნებს, რომ შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრი გახდება და განამტკიცებს საქართველოს პარტნიორობას ვაშინგტონთან და იმავდროულად აღადგენს ურთიერთობას მოსკოვთან.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა, და სოლიდარობა გამოხატა ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ, რომელიც გამოყოფილი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების დაბრუნებას იმედოვნებს.

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ