მერკელი მეორე ვადით აირჩიეს - კვირის პალიტრა

მერკელი მეორე ვადით აირჩიეს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამჟამინდელი კანცლერი ანგელა მერკელი მეორედ აირჩიეს კანცლერად. მას მხარი დაუჭირა 323-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი

წავიდნენ ოპოზიციური პარტიის წევრები - 285 დეპუტატი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰორსტ კელერმა ქალბატონ მერკელს ოფიციალურად გადასცა კანცლერის უფლებამოსილების დამადასტურებელი სიგელი, რის შემდეგაც გაიმართა ფიცის დადების ცერემონია. ფიცი დადეს აგრეთვე მისი ახალი მთავრობის მინისტრებმა.