ნატოსა და ევროკავშირში განიხილეს... - კვირის პალიტრა

ნატოსა და ევროკავშირში განიხილეს...

ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში განიხილეს საქართველო-დაღესტნის საზღვარზე შექმნილი მდგომარეობა. სხდომაში მონაწილეობდნენ ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ბლოკის წევრი ქვეყნების დიპლომატები. მათ წუხილი გამოთქვეს შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით უნდა განმტკიცდეს უსაფრთხოება.

ევროკავშირის მეთაურის, კატრინ ეშტონის პრესმდივნის მაიკლ მენის განცხადებით, ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველო-რუსეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტით, ყურადღებით ადევნებენ თვალს ვითარებას და არკვევენ საზღვარზე მომხდარ დეტალებს. ეშტონის პრესმდივანმა ისიც აღნიშნა, რომ ევროკავშირს თავისი დამკვირვებლები ინციდენტის რაიონში არ გაუგზავნია.

"მონდი", საფრანგეთი