ივანიშვილი: "მაკკეინმა დაინახა, რომ სააკაშვილი ცრუობს" - კვირის პალიტრა

ივანიშვილი: "მაკკეინმა დაინახა, რომ სააკაშვილი ცრუობს"

ამერიკელი სენატორების ჯგუფი, ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით შეხვდა "ქართული ოცნების" ლიდერს. შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, - მაკკეინი დარწმუნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცრუობს ჩემ შესახებო. მისი თქმით, სტუმრებს აინტერესებდათ ძალთა განაწილება პარლამენტის არჩევნების წინ. მათ შორის "ქართული ოცნების" შანსებიც. "მათ ისედაც იცოდნენ საქართველოში რეალიების შესახებ, მაგრამ ამჟამად ეს უკეთ დაინახეს", - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა.

ივანიშვილის სიტყვით, სენატორებს განსაკუთრებით აინტერესებდათ მისი "რუსული აქტივები", რის შესახებაც მუდამ საუბრობს სააკაშვილი. "მე ვუთხარი ჯონ მაკკეინს, რომ მოსკოვში ჩემი უკანასკნელი ბიზნესაქტივი შეიძინა ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკულმა ფონდმა, საკითხი შეეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორს და სენატორებმა ძალიან კარგად დაინახეს, რომ სიცრუეა, როდესაც სააკაშვილი კრემლის აგენტს მიწოდებს" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეხვედრას, რომელიც "ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა, ესწრებოდა აგრეთვე თბილისში წინა დღით ჩამოსული ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდი.

"ვზგლიადი", რუსეთი