ლარი კინგს ქართულ ოპოზიციურ სატელევიზიო არხზე იწვევენ - კვირის პალიტრა

ლარი კინგს ქართულ ოპოზიციურ სატელევიზიო არხზე იწვევენ

ქართველი მაგნატისა და დღეს უკვე ოპოზიციონერი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო არხმა განაცხადა, რომ მეტად მნიშვნელოვანი არჩევნების წინ მრჩევლად მიიწვია CNN-ის ყოფილი წამყვანი ლარი კინგი.

"როგორც "მეცხრე არხის" მრჩეველთა საბჭოს წევრს, იმედი მაქვს, საქართველოში ჩემს წვლილს შევიტან მედიის თავისუფლების საქმეში", - აცხადებს ლარი კინგი. ის აკრიტიკებს ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობს და რომელიც 2003 წელს "ვარდების რევოლუციით" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაზე სერიოზული საარჩევნო გამოწვევის წინაშე დგას. "როგორც ჟურნალისტი, მაშფოთებს ის, რომ საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო მეტად მიმართავს არადემოკრატიულ ქმედებებს, რათა "მეცხრე არხს" ხელი შეუშალოს, მოემსახუროს ქართველ ხალხს, როგორც ინფორმაციის დამოუკიდებელი წყარო", - თქვა მან.

ფრანს პრესი, საფრანგეთი