დამნაშავეები უნდა დაისაჯონ - კვირის პალიტრა

დამნაშავეები უნდა დაისაჯონ

საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელ ანჯეი ტიშკევიჩის განცხადება: "ამ რთულ პერიოდში, როცა მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო სწავლებები "კავკასია-2012" და საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, მეტად მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ უარი თქვას ისეთ განცხადებებსა და ქმედებებზე, რომელიც პროვოკაციულად იქნება აღქმული. სიტუაციის გაუარესება ამ პერიოდში არავის აძლევს ხელს. ევროკავშირის მისია განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს იმ საკითხებსა და ქმედებებს, რომლებსაც პროვოკაციების გამოწვევა შეუძლიათ.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება: "საქართველოს სახალხო დამცველი თავის ანგარიშში, ხოლო ჩვენი სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურ მოხსენებაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში ირღვევა პატიმართა უფლებები, ეს სერიოზული საკითხია და უნდა გადაწყდეს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ჩაატაროს სრულფასოვანი და გამჭვირვალე გამოძიება და უზრუნველყოს, რომ უმოკლეს ხანში პასუხისმგებელი პირები წარუდგნენ მართლმსაჯულებას".

"რეგნუმი", რუსეთი