პროტესტი ძალადობას! - კვირის პალიტრა

პროტესტი ძალადობას!

სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება საპროტესტო აქციებს. არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატები მთავრობას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ დაისჯებიან პატიმართა წამებასა და გაუპატიურებაზე პასუხისმგებელი პირები.

თბილისში დემონსტრაციებმა მას შემდეგ იფეთქა, რაც ოპოზიციურმა არხებმა წამების კადრები უჩვენეს. დემონსტრანტებმა ორი მთავარი ქუჩა გადაკეტეს და მინისტრების გადადგომა მოითხოვეს.

"ამ ღამით მე ვეუბნები ამ არაჰუმანური ქმედებების მსხვერპლთ და მთელ ერს, რომ საქართველო, რომელსაც ჩვენ ვაშენებდით და ერთად ვაშენებთ, არ შეიძლება და არ უნდა უშვებდეს ასეთ ქმედებას –საპატიმროებში თუ ნებისმიერ ადგილას. ისინი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, მრავალ წელს გაატარებენ ციხეში, ასევე ისინიც, ვინც მოისყიდა მცველები ამის დასადგმელად და გადასაღებად",“- განაცხადა სააკაშვილმა. მსგავსი საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში, რომელზეც გადის არასტაბილურ კავკასიაში გაზით და ნავთობით მომარაგების სატრანზიტო მარშრუტები. რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის ივანიშვილი, საპროტესტო აქციას შეუერთდა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების წინ აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. "არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ არაორგანიზებული ქუჩის აქციები, თქვენი ქმედებები არ უნდა წარმართოს ბრაზმა", - თქვა ივანიშვილმა.

ადამიანის უფლებათა დამცველებმა და აშშ-ის საელჩომ დაგმეს ძალადობა და მთავრობას დაუყოვნებლივ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდეს.

"როიტერი", დიდი ბრიტანეთი