ლინკოლნ მიტჩელი: ქართული დემოკრატია ტაბაკას ჰგავს - კვირის პალიტრა

ლინკოლნ მიტჩელი: ქართული დემოკრატია ტაბაკას ჰგავს

დემოკრატია საქართველოში ტაბაკა-ვარიასავით გააბრტყელეს. ასე რომ, ე.წ. დემოკრატიულ ქვეყანაში ადგილი დარჩა პოლიტიკური რეპრესიებისათვისაც, პრესისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვისათვისაც და საერთო შიშის კლიმატისთვისაც"... "ახლახან გახმაურებული შემზარავი ვიდეო, ციხეში პატიმრების წამების შესახებ, მხოლოდ ადასტურებს ამ ფაქტს და წარმოაჩენს საქართველოს დღევანდელი ცხოვრების წესს. ამ უკანასკნელმა სკანდალმა კიდევ უფრო დაამძიმა არსებული ვითარება და დარტყმა მიაყენა "ნაციონალური მოძრაობის" ისედაც დაკნინებულ რეპუტაციას, ხოლო მთავრობა კი, იმის მაგივრად, რომ მდგომარეობა გამოასწოროს ან თავი მაინც გაიმართლოს, კვლავ ჯიუტად იცავს თავის მთავარ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციურ ძალებს გადაწყვეტილი აქვთ, არ ცნონ არჩევნების შედეგები, ქუჩებში გამოვიდნენ და დასავლეთის ჩარევა მოითხოვონ".

ასეთი რიტორიკით საქართველოს მთავრობამ შეიმზადა მორალური ნიადაგი იმისათვის, რომ თუ საჭირო გახდება, არჩევნები გააყალბოს და შემდგომ ყველაფერი ოპოზიციის წინასწარგანზრახულ პროტესტს გადააბრალოს. დასავლეთს შეუძლია თვალი დახუჭოს საქართველოს მთავრობის უსაქციელობაზე ან კრიჭაში ჩაუდგეს მას და არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი დასვას. ეს დილემა კი, დასავლეთს რთულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან, ერთი მხრივ, სასწორზე დგას მისი, როგორც არბიტრის, პრესტიჟი, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონში გრძელვადიანი დესტაბილიზაციის საფრთხე.

"ვაშინგტონ პოსტი", აშშ