რასმუსენი მიესალმება - კვირის პალიტრა

რასმუსენი მიესალმება

ნატოს გენმდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ქართველ ხალხს თავისუფალი, კონკურენტული და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას ულოცავს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: "ეს არის ისტორიული მომენტი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ ერთად იღვაწოს ქვეყნის კეთილდღეობისთვის, განახორციელოს რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტიტუციების შემდგომი კონსოლიდაცია. ნატო ერთგულია საქართველოსთან ახლო ურთიერთობის პოლიტიკისა და განზრახული გვაქვს, კიდევ უფრო გავამყაროთ ეს ურთიერთობა".

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი