რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივები
საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია "ქართული ოცნება" ამ ეტაპზე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას არ განიხილავს. "დიპლომატური ურთიერთობის აღდგენაზე ლაპარაკი ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, ჯერჯერობით, შეუძლებელია", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაია ფანჯიკიძემ. ცოტა ხნით ადრე სატელევიზიო ინტერვიუში ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ მომავალში ლაპარაკი იქნება რუსეთ-საქართველოს კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენაზე. საქართველო მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, საქართველოს ახალი ხელისუფლება კომპრომისზე არ წავა.
"ქართული მიწის არც ერთი გოჯის დათმობას არ ვაპირებთ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის წინასა
არჩევნო დაპირება რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება იყო, თანაც ისე, რომ არ შეიცვლება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის კურსი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ "აფხაზეთისა და ოსეთის ბედზე საქართველოსთან მოლაპარაკებას არ ვაპირებთ. ამ რესპუბლიკების ბედი თავად იქ მცხოვრებმა ხალხმა გადაწყვიტა - დამოუკიდებლობა და რუსეთმაც თავისი პოზიცია განსაზღვრა - აღიარა მათი დამოკიდებულება. იმედი გვაქვს, საქართველოს ახალი ხელისუფლება თავის მეზობლებთან ურთიერთობას მოაწესრიგებს, მათ შორის რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან", - თქვა ლავროვმა.

ცხინვალმა და სოხუმმაც დააფიქსირეს ივანიშვილის მთავრობის მოსვლის შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობის პერსპექტივები. ისინი მზად არიან თანაბარ პირობებში მოსალაპარაკებლად.
"საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ჩვენი თანამშრომლობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ პოლიტიკას გაატარებენ ისინი. უპირველეს ყოვლისა, ყველა ღონეს ვიხმართ, რათა საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნოს", - განაცხადა სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა.
"თუ ქართული ოცნება აფხაზეთის დაბრუნებაში მდგომარეობს - ეს ილუზიური ოცნებაა. თუ ოცნება გამოიხატება მშვიდობიანი ხელშეკრულების ხელმოწერაში - ამის განხილვა შეიძლება. ჩვენ კონსტიტუციით ვხელმძღვანელობთ. იქ კი წერია, რომ აფხაზეთი დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ამას წყალი არ გაუვა. და ეს არა მარტო აფხაზეთის პოლიტიკური ხელმძღვანელების, არამედ ჩვენი ხალხის აზრია", - განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრ ანქვაბმა.

კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის კონფლიქტების თავიდან აცილების პროგრამის ხელმძღვანელის თინა ღოღელიანის აზრით, რუსეთის ხელისუფლებას პირადი შუღლი ჰქონდა სააკაშვილთან, მაგრამ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ვერ იმოქმედებს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებზე, რომელსაც სურს გავლენის შენარჩუნება სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ექსპერტს მიაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობა მოწესრიგდება იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის მთავრობა შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ საქართველოს ნატოში სწრაფვა რუსეთისათვის სახიფათო არ იქნება. "ეს ძალიან რთული იქნება, რადგან რუსეთს ამ საკითხში მყარი პოზიცია აქვს და ყველაფერი დამოკიდებულია ივანიშვილის გუნდის დიპლომატიაზე"...

"ამერიკის ხმა", აშშ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა