ელექტრობა თბილისისთვის - კვირის პალიტრა

ელექტრობა თბილისისთვის

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია "ინტერ რაო ეეს"-თან თანამშრომლობა და 2013 წლის იანვრიდან ელექტროენერგიის იმპორტის საკითხის გადაწყვეტა. ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის სამინისტროც აპირებს რუსეთის ენერგეტიკოსებთთან დადებული ხელშეკრულების გადახედვას მოსახლეობისთვის ტარიფების დაწევის მიზნით. კერძოდ, ეკონომიკის ახალმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ "არ აპირებს არც ერთი ინვესტორის გაძევებას". საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ "კანონიერ მოთხოვნებს წამოაყენებს". "ის, რომ საქართველოს მოქალაქე იმავე ტარიფით იხდის, როგორითაც განვითარებული ქვეყნების მოქალაქეები, უსამართლობაა", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

"ინტერ რაო ეესი" საქართველოს ენერგეტიკის ძირითად აქტივებს ფლობს. რუსული კომპანიის აქტივებში ირიცხება თბოელექტროსადგური "მტკვარი", კომპანია Aes transenergy, რომელიც ელექტროენერგიას თურქეთში ყიდის.

2000 წლიდან "ინტერ რაო ეეს"-მა  მიიღო ორი ჰესის " "ხრამი"1" და "ხრამი"2-ის მართვის უფლება, რომლებიც შემდგომში მფლობელობაში გადაეცა. მთლიანობაში კომპანია აკონტროლებს საქართველოს გენერირებული სიმძლავრეების 20%"ს.

რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლო გადიდებას ანალიტიკოსი ნ. პოდლევსკიხი "სამუშაო მომენტს" უწოდებს და თვლის, რომ მოლაპარაკებები კონსტრუქციულად წარიმართება. უფრო რთული იქნება რუსეთის ენერგეტიკოსებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვა. "ტარიფების საგრძნობლად დაწევის იმედი საქართველოს იმ შემთხვევაში ექნება, თუ საქართველო შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად იქნება მზად, მათ შორის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებითაც", - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

ქართული ეკონომიკა არც ისე მძლავრია, რომ ვინმე დიდი მოგების მიღების შესაძლებლობით დაინტერესდეს, რომ არ ვილაპარაკოთ სამომხმარებლო სექტორზე. სხვა საქმეა მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა... "მასზე გადის უამრავი ენერგეტიკული მარშრუტი და აზერბაიჯანიდან და კასპიიდან ხდება ენერგომატარებლების მიწოდება, - ამბობს ფინანსური კომპანია Aforex"ის ანალიტიკოსი ნარექ ავაქიანი, " გარდა ამისა, ამ რეგიონში აპირებს ევროკავშირი გაზსადენის გაყვანას, რომელიც კონკურენციას გაუწევს რუსეთის "სამხრეთის ნაკადს". ამიტომ ამ რეგიონს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებაში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნება" მოვიდა, რუსული ბიზნესი ადგილობრივ ბაზრებზე თავისი პოზიციების განმტკიცებას ეცდება".

ანალიტიკოს დმიტრი ლუკაშოვის შეფასებით, რუსეთს შეუძლია წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით 10%"ის ექსპორტირება (ახლა ეს მაჩვენებელი 2%"ია). ამასთან, ექსპორტის გაფართოება მიზანშეწონილია მხოლოდ გადახდისუნარიან ქვეყნებთან. ასეთები კი პირველ რიგში ჩინეთი და ფინეთია. "თუმცა საქართველოსაც შეეძლო რუსეთის ელექტროენერგიის შესყიდვა საბაზრო ფასებში", - ასკვნის ლუკაშოვი.

"კომერსანტი", რუსეთი