პრეზიდენტის მოკავშირეს ბრალი წაუყენეს
საქართველოს ხელისუფლებამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს და თავდაცვის სამინისტროს ორ მოქმედ ჩინოსანს ბრალი წაუყენა. ამის ეშინოდა ზოგიერთ იმ კანონმდებელს, რომელიც სააკაშვილის დამარცხებული მთავრობის წევრების წინააღმდეგ შურისძიების დაწყებას წინასწარმეტყველებდა.

გასულ თვეში ბ-ნი სააკაშვილის პარტია დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში, რაც ამ ქვეყნის პოსტსაბჭოთა ისტორიაში ხელისუფლების კონსტიტუციური გადაცემის პირველი პრეცედენტი იყო. სააკაშვილის პარტიის წევრები ხელისუფლებაში რვაწლიანი ყოფნის შემდეგ კონტროლს თმობენ. ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ჩინოსნების საქმიანობის გამოძიებას პრიორიტეტად აქცევს. მსგავსი გამოძიებები მოჰყვებოდა
ხოლმე წარსულში მოღვაწე ლიდერების დამარცხებებსაც.

პრეზიდენტის პარტიის დეპუტატებმა ახალაიას დაპატიმრების და ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის შესვლის გამო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. საღამოს, სატელევიზიო ეთერში, ბ-ნმა სააკაშვილმა განაცხადა, "საერთაშორისო თანამეგობრობა ამას არასდროს გაიზიარებსო". საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ მთავრობას ახალაიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა და
ბრალდებას "პოლიტიკური ანგარიშსწორება" უწოდა.

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?