დაპყრობის არცთუ ახალი პოლიტიკა - კვირის პალიტრა

დაპყრობის არცთუ ახალი პოლიტიკა

მცირე ამონარიდი ფრანგი ფილოსოფოსის, ანდრე გლუქსმანის ინტერვიუდან:

ბერლინის კედლის დანგრევამ ბევრი ქვეყანა მომავალი გზის არჩევანის წინაშე დააყენა. პირველი იყო ჰაველის მიერ განხორციელებული თავისუფლებისა და დემოკრატიის გზა, რომელმაც ჩეხეთსა და სლოვაკეთს უმტკივნეულოდ გაცალკევების საშუალება მისცა. არსებობს მეორე - მილოშევიჩის გზა, მან მუშტში მოიქცია არმია, პოლიცია, ნომენკლატურა. მართალია, მარქსიზმზე ოფიციალურად უარი თქვა, მაგრამ მაინც მისი ერთგული დარჩა. ამას მოჰყვა ეთნიკური წმენდა და ომები.

პუტინიც იმავეს აკეთებს, ხალხის დათრგუნვის გზას ადგას.

გრძელდება ჟურნალისტების, ადვოკატების, სამართალდამცავების, უბრალო მოქალაქეების მკვლელობა - ანუ მათი მკვლელობა, ვინც ხელისუფლებას ხელს არ აძლევს.

ბოლო ათი წლის მანძილზე ჩეჩნეთმა ყოველი მეხუთე მოქალაქე დაკარგა, საქართველოში კი შარშან რუსეთის ტანკები შეიჭრნენ. ხუთდღიანი ომი 1991-1992 წლებში საქართველოში რუსული ინტერვენციის პოლიტიკის გაგრძელება იყო. ამას მოჰყვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსია. ოფიციალურად ეს ყველაფერი ხალხის უფლებების დაცვის სახელით კეთდება. თუმცა, სავსებით ცხადია, რომ კრემლს სინამდვილეში ხალხის უფლებები ჩირადაც არ უღირს.

ათი წლის მანძილზე აფხაზეთმაც დაკარგა თავისი მოსახლეობის მეხუთედი, მაგრამ ეს სიკვდილიანობას კი არ მოჰყოლია, არამედ მოსახლეობის განდევნას.

რუსული ექსპანსიის პოლიტიკა უცვლელია იმის მიუხედავად, ვინ დგას ხელისუფლების სათავეში. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე უფრო ადრე დაიწყო. რუსეთის მეფის არმიის მიერ სამხრეთის დაპყრობას თან სდევდა სისასტიკე, მხეცური დამოკიდებულება ადგილობრივ მცხოვრებთა მიმართ. ეს ლაშქრობა ჯერაც არ დამთავრებულა.