ცუდი მეზობლით შეშფოთებული - კვირის პალიტრა

ცუდი მეზობლით შეშფოთებული

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე დიდი ყურადღება რუსეთის საკითხს დაეთმო. ანალიტიკოსებს ცუდ მეზობელთან, რუსეთთან, ურთიერთობა აშფოთებთ, მაგრამ თურქეთთან ურთიერთობა შეშფოთების მეტ საბაბს იძლევა.

რუსეთთან 20-წლიანმა პოლიტიკურმა კონფლიქტმა დაჩრდილა ისტორიული რეალობა: რიგითი ქართველი სიახლოვეს რუსეთთან უფრო გრძნობს, ვიდრე სხვა ერებთან, თუნდაც თურქებთან. მისთვის "უცხო" თურქია და არა რუსი. ისტორიის მანძილზე საქართველოს სახელმწიფოებრიობას ოსმალეთი უფრო უქმნიდა საფრთხეს, ვიდრე რუსეთი.

სააკაშვილის მთავრობის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მათ ბევრი გააკეთეს ანტითურქული სტერეოტიპების დასანგრევად, ცდილობდნენ, უკეთესი ურთიერთობა დაემყარებინათ თავის ყველაზე პროდასავლელ მეზობელთან. საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა საკურორტო ქალაქ ბათუმში თურქული ფული და ქართული პოლიტიკა ერთმანეთს შეერწყა. თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორად იქცა. 2012 წლის პირველ სამ კვარტალში სავაჭრო ბრუნვამ ერთ მილიარდს გადააჭარბა. ბათუმი სააკაშვილის საყვარელი პროექტი იყო...

ბათუმი 1878 წლამდე ოსმალთა იმპერიის ნაწილი იყო და გარშემო რეგიონში ჯერ კიდევ ცხოვრობს დიდი მუსლიმანური პოპულაცია. ადგილობრივი ნაციონალისტი პოლიტიკოსები, მართლმადიდებლურ ეკლესიაზე დაყრდნობით, აღვიძებენ მათ ქალაქში ნეოოსმალური ექსპანსიის შიშს - სამუშაო ადგილებს თურქი მუშები დაიკავებენ, ხოლო ქრისტიანები უმუშევარნი დარჩებიანო. გეგმამ, რომლის თანახმადაც, ოსმალეთის იმპერიის დროს აშენებული და სტალინის ეპოქაში დანგრეული მეჩეთი უნდა აღდგეს, ნაციონალისტური სანტიმენტებისთვის მეხამრიდის ეფექტი შექმნა. ერთმა ადგილობრივმა პოლიტიკოსმა, მურმან დუმბაძემ, განაცხადა, თუ მეჩეთი აღდგება, ვისურვებდი მისი განადგურების მოწმე გავხდეო.

თუ საქართველოს მთავრობა ნაციონალისტურ ფრთას თავის ყველაზე კარგ მეგობარ მეზობელთან გაუცხოების საშუალებას მისცემს. სწორედ ეს საკითხი, და არა რუსეთი, შეიძლება გახდეს ივანიშვილის პირველი საგარეო პოლიტიკური გამოწვევა.

"ნეიშენელ ინტერესტ", აშშ